მუხრან მაჭავარიანი (ბიოგრაფია-შემოქმედება)


მე – 20 საუკუნის დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის ხელმძღვანელობით 1979 წ. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ ბეჭდავს მ. მაჭავარიანის ლექსების კრებულს პოეტის დაბადებიდან 50 წლის აღსანიშნავად.
ამ წიგნით ხელდამშვენებული პოეტი მ. ლებანიძე მკითხველთან ერთად ულოცავს მუხრან მაჭავარიანს დაბადების დღეს და წინასიტყვაში მოკრძალებულად მოგვითხობს პოეტის შემოქმედებაზე.
მუხრან მაჭავარიანის ლექსი დღესავით ნათელია. მისი პოეზია შორს დგას ე.წ. „უსაგნო ლირიკისაგან!“
ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრსარაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე თქვენთვის უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით
აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი.
სისხლ მოჭარბებულსა და ომახიან, მუხრან მაჭავარიანს თავდავიწყებით უყვარს მთელი კაცობრიობა

„ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით,
მინდა არსებივით მკლავების გაშლა,
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი:
- ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!“

მშობლიური ქართული ყოფა, მშობელი ხალხის ჯვარცმული წარსული იპყრობს ჭაბუკის არსებას. მისი აზრით სამშობლო ქვეყნის სიყვარულია გენით, ჯიშით, სისხლით კოდირებული. რასაც მიუძლვნა პირველი წიგნი: „ვახტანგ მეფის ნანადირევი“, „მოდის…მოდის…“, „მინორული მეცხრამეტე საუკუნისა, ანუ იმერული ქელეხი“, „საბა“ – თავი და თავი მშვენება ჩვენი უახლესი ქართული პოეზიისა.
დიახ, გრძელი ოცდაათი წელიწადია ჩავლილი „საბას“ გამოქვეყნებიდან. მუხრან მაჭავარიანს პირველი გამოსვლისას, მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე, დარბაზსა და სალონს შუა კარი იყო ღია. უცნობი ახოვანი ჭაბუკი დარბაზში ლექსებს კითხულობდა. მწერლები სალონში ისხდნენ, ოღონდ კისრები წაეგრძელებინათ და მთელი არსებით დარბაზში იყვნენ, „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა.“ „ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე…“ მძლავრი, აღტკინებული ხმა გამოდიოდა დარბაზიდან სალონში „ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ…ოჰ…ოჰო, – თქვა და თითქოს კიდეც ინანა“, დარბაზში ტევა არ იყო, სალონშიც ხალხი ემატებოდა.

„მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ “

წონასწორობიდან გამოსული, ფრთებს მინდობილი კითხულობდა მუხრანი ლექსებს. კითხვა დასრულდა და დარბაზი ტაშით ინგრეოდა. სათითაოდ მახსოვს და თვალწინ მიდგას აღგზნებული, ნერვიული, განცვიფრებული სახეები.

- „არ ვიცი! არ მესმის! – პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ – ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!“ – თქვა პრეზიდიუმიდან სალონში საჩქაროდ ჩამოსულმა ერთა ვეტერანმა. მუხრანის არგაგება – უგემოვნებას ნიშნავდა, გაგება და მაინც აუგის თქმა – ბოროტებას, დღემდე ვერ მივხმდარვარ, რომელ ვარიანტთან მქონდა საქმე…

გავიდა წლები, გაფართოვდა გადიდდა მუხრან მაჭავარიანის სათქმელი ოცდაათი წლის გრძელ გზა ზე. მკლავი გაშალა და დავაჟკაცდა, ძვირფასი ნაყოფით დაიტვირთა ახოვანი ხე პოეზიისა.
ამ წერილს ოდნავი პრეტენზია არა აქვს, მუხრან მაჭავარიანის პოეზიის სრული სურათი გვიჩვენოს, ამას მეტი შრომა და ქაღალდის მეტი ფართიც დასჭირდებოდა ჩემი წერილი მიდის მოვალეობას ასრულებს წიგნის კარს უღებს მკითხველს, შეუძღვება პოეტის ქვეყანაში და იქვე დატოვებს ძვირფასეულობათა პირისპირ, სადაც ბევრი რამ მკითხველზე და მის უნარზეა დამოკიდებული.

მცირე ბიოგრაფია

მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს.
დაამთავრა თსუ – ის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს.
1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი.
1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის “მთავარი რედაქტორი.
1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1955წ.
1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ.
ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. „იარონ“ – 1970 წელს; „თქვი“ – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა…“ – 1973 წ.; „დუმილი რეკავს“ – 1974წ.; „ლექსები“ – 1976წ.; „ერთტომეული“ – 1979წ.
ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები.
მ. მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე“, „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი“, „თქვა ოპიზარმა“, „დუმილი რეკავს“ და სხვა).
პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა“, „ხმას ამოიღებ…“, „რაშია საქმე“ და სხვა).
მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა“ , „დავითი“, „ჭოლა“, „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი“, „თქვი“, „როდემდე“, „ვეძებ და ვეძებ“ და სხვა).
ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.
მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

შემოქმედება

რის ბეჭედი! რა ბეჭედი

ნამყო მე არ მეეჭვება,
სისხლის ვიცი ჩემის ფასი;
ვის (ჩემს გარდა) აქვს ბეჭედი
ჩიჩუასი დევისმასი?!

ნამყო მე არ მეეჭვება,
ვინც ვიყავი, – კარგად ვიცი;
ვის (ჩემს გარდა) აქვს ბეჭედი
ერთერთისი გიორგისი?!

რის ბეჭედი! რა ბეჭედი! –
მთავარია სისხლი! სისხლი!…
ნამყო მე არ მეეჭვება,
სხვათაშორის, არც მერმისი.

ახლა ისეთი დროა

ჩემგნით ვლენილი ჭკუა, -
პოხილი როა სისხლით, -
მეათასედი თუა, -
რაც შემიძლია, – მისი.

და ესე ასე როა, -
რაის გამოა, იცი?! –
ახლა ისეთი დროა, -
მეტის არაა ღირსი!

დანარჩენი ნაწარმოებების ნახვა შეგიძლიათ აქ

About these ads
This entry was posted in საქართველო and tagged , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მუხრან მაჭავარიანი (ბიოგრაფია-შემოქმედება)

  1. EKA says:

    vedzeb batoni muxran machavarianis leqss “vaxtang mefis nanadirevi”. tu shegidzliat damexmaret da momtseret, gtxovt/

    • xixani says:

      * * *

      იმედი კარგი ვაჟკაცი მოკვდა ,
      იმათზე კარგი ვინ უნდა მოკვდეს !
      მაგრამ მე მაინც სევდას მგვრის ახლა –
      არც ისე იგი ,
      რაც უკვე მოხდა ,
      როგორც ის –
      აწი რაწ უნდა მოხდეს !
      ვახტანგ მეფის ნანადირევი

      ნედლი კვალი დარჩენია ირმის ნუკრის ფეფებს ,-
      ცეროდენა ნატერფალებს დააჩერდა მეფე …
      დააჩერდა …
      გაეღიმა …
      გადახედა იქ მყოფთ ,-
      ისე , თითქოს ეს იმათ ნატერფალი იყო .

      ვახტანგ ნადირს არ გასდევნის , არა !-
      თუ ნადირის ნატერფალი მეფის ტერფს არ ტოლობს .
      და სტუმარი ,- ლიხთ – იმერი ,- ეუბნება ვახტანგს :
      - ვერაფერი მოგვიკლავს და … ეგ არი , ბატონო !…

      გაიარეს …
      გაიარეს …
      ტირიფებთან შედგნენ .
      თითონ ?!- თითონ ტირიფები
      წყლის ნაპირზე იდგნენ .
      - ნადირითა ?!- ნადირითა მდიდარია ტყე !
      მაგრამ , მაგრამ … ფრინველითა უბადლოა ის ტყე !

      მღვრიე წყალი გადალახეს ,- შეჰყვნენ რიყე – რიყე …
      ( მეფე იყო და მეფესთან მარეკები იყვნენ ).

      მოდიოდნენ !

      მოდიოდნენ !- მეფე მიდის პირველიო !
      აუფრინდა !…
      აუფრინდა !…
      - ხოხობია !…
      - ხოხობია !…
      - ხო ყოფილა !
      - ხოყოფილა
      ამ ტყეშიაც ფრინველიო !

      ხოხობს ქარი მიუსიეს , მიუსიეს , მიუსიეს !-
      ამ უღრან ტყეს გადასცილდნენ ,- შეეფარნენ იმ უსიერს …
      დაედევნენ … დაედევნენ …
      და …
      ჩავიდნენ თბილისშ

      ჯერ კიდევ როდის !

      ჯერ კიდევ როდის
      გვიხდიდნენ ბოდიშს !
      ჯერ კიდევ როდის
      ფოთობდა ფოთი !
      ჯერ კიდევ როდის
      იწერებოდა
      „ წამებავ წმიდისა შუშანიკისა ! „
      - ნუღარ იკითხავ !

      ჯერ კიდევ როდის
      მღეროდა შოთა !
      ჯერ კიდევ როდის
      გაიძახოდა :
      “ – სჯობს სიცოცხლესა !… “

      ჯერ კიდევ როდის !

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s