ვაგრძელებთ შეწყვეტილ ჩამოტვირთვას გადატვირთვის შემდეგ



Opera-ს მომხმარებლებს ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ქრება ძველი ჩამოტვირთვები ჩამოტვირთვების მენეჯერიდან სისტემის გადატვირთვის შემდეგ და ალბათ იმასაც შეამჩნევდით, რომ ხანდახან დაუმთავრებელი ჩამოტვირთვებიც ქრებიან ჩამოტვირთვების მენეჯერიდან. არადა ხანდახან ეს დაუმთავრებელი ჩამოტვირთვა 1.5 გიგაბაიტიანი ფილმის 90%-ზე მისული ნაწილია! დღეს ვისწავლით, როგორ აღვადგინოთ და გავაგრძელოთ სისტემის გადატვირთვის შემდეგ გამქრალი ჩამოტვირთვები.

თუ გადატვირთვის შემდეგ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ჩამოტვირთვა გაქრა, გააკეთეთ შემდეგი:
დაიწყეთ იმავე ფაილის გადმოწერა, შეინახეთ იმავე საქაღალდეში (სხვა სახელით!), სადაც ფაილის დაუმთავრებელი ნაწილია შენახული
დააპაუზეთ ჩამოტვირთვა
წაშალეთ ფაილის ახლად ჩამოტვირთული ნაწილი
ფაილის ძველ ნაწილს დაარქვით ახალი ნაწილის სახელი
გააგრძელეთ ჩამოტვირთვა

ამის შემდეგ დაინახავთ, რომ თურმე ოპერა იწერს 450 მბ/წმ სიჩქარით, მაგრამ არ გაგიკვირდეთ – ბრაუზერის ჩამოტვირთვის სიჩქარის გამომთვლელ ალგორითმს თავგზა აქვს აბნეული ჩვენი ტრიუკებით🙂

იგივე მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ, თუ ემთხვევით ჩამოტვირთვა წაგეშლებათ ან უცებ აღმოაჩენთ, რომ ფაილის უფრო სწრაფი სარკე (mirror) არსებობს.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s