მოყვარულმა-არქეოლოგებმა ლოხ-ნესის ურჩხული ლა-მანშში აღმოაჩინეს



არქეოლოგებმა უძველესი ურჩხულის ჩონჩხი ლა-მანშის სანაპიროზე აღმოაჩინეს, იუწყება The Daily Mail.

კირქვაში შემონახული პირველი ძვალი თვითნასწავლმა არქეოლოგმა ტრეისი მარლერმა აღმოაჩინა. მან ქალაქ ლაიმ-რეჯისის მახლობლად სანაპიროზე მეგობარი პალეონტოლოგი, კრის მური მიიყვანა. ერთად მათ კიდევ ოთხი ძვალი აღმოაჩინეს. როდესაც გათხრებს სპეციალისტები შეუერთდნენ, კიდევ 150 ძვალი, ქალას ნაწილი და აგრეთვე ერთი კბილი იპოვნეს.

მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ეს ნარჩენები პლეზიოზავრს ეკუთვნის, რომელიც იურულ პერიოდში (დაახლოებით 150-დან 200 მილიონი წლის წინათ) ცხოვრობდა. ეს ძალიან ძვირფასი აღმოჩენაა: მსოფლიოში ამ მომენტისთვის პლეზიოზავრის მხოლოდ ათი სრული ან ნაწილობრივ შემონახული ჩონჩხი მოიპოვება, ხოლო აღმოჩენილი ძვლებიდან ჩონჩხი 70 პროცენტითაა აღდგენილი.

ამას გარდა, ძვლებზე კბილების კვალიც იყო შემორჩენილი. სავარაუდოდ, ისინი იხტიოზავრის მიერაა დატოვებული.

როდესაც ჩონჩხის აღდგენითი სამუშაოები დასრულდება, მას ლაიმ რეჯისის მუზეუმში გამოფენენ.

This entry was posted in ახალი ამბები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s