Sony Ericsson X2, X3 და X5



ალბათ ყველას გახსოვთ Sony Ericsson-ის პირველი აპარატი Windows Mobile-ის ბაზაზე – XPERIA X1. X1 მშვენიერი აპარატი იყო და არის, თუმცა, იმის გამო, რომ ელიტარულ კლასში გადიოდა (XPERIA ჰაი-ენდ ბრენდია), ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ ჰქონდა, შესაბამისად, გაყიდვების რაოდენობაში რეკორდები ვერ მოიხსნა. ამჯერად Sony Ericsson-მა გადაწყვიტა, ბაზარზე უფრო აგრესიულად გამოუშვას ახალი მოდელები. XPERIA სერია მალე 3 ახალი მოდელით შეივსება.


ბოლო ინფორმაციით, აპარატი მოძრავი QWERTY კლავიატურით, Windows Mobile 6.5-ის ბაზაზე მზადდება კოდური სახელით Vulcan. მისი კომერციული სახელი Xperia X2 იქნება.
მონობლოკი Rachael დიდი სენსორული ეკრანით და Android OS პლატფორმით წარმოდგენილი იქნება, როგორც Xperia X5.
და ბოლოს, პატარა ზომის მონობლოკი პატარა კოდური სახელით – Kiki. მას არ ექნება კომუტატორის ფუნქციები, მაგრამ მაინც ელიტარულ კლასში გაერთიანებდება უფროს ძმებთან ერთად. მისი სახელი Xperia X3 იქნება.

სამივე აპარატი სავარაუდოდ ბაზარზე წლის ბოლოს გამოჩნდება. ფასიც ალბათ XPERIA კლასის შესაბამისი იქნება.Sony Ericsson X2, X3 და X5

This entry was posted in ახალი ამბები, ტექნიკა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s