ინტერნეტ რადიოს გაკეთება


ინტერნეტ რადიოს დაყენება

პირველ რიგში ვხსნით 8000 პორტს. თუ მისი გახსნა არ შეგვიძლია საკუთარი ძალებით, ამ შემთხვევაში ვრეკავთ პროვაიდერთან ვეუბნებით კომპიუტერის შიდა IP მისამართს(10.0.0.X) და გვიხსნიან 8000 პორტს.
რადიოსათვის აუცილებელია Winamp 5.XX Player და ShoutCast, რომელიც ინსტალირდება მხოლოდ და მხოლოდ Winamp 5.XX Player-ის დაინსტალირების შემდეგ.
პროგრამების დაყენების შემდეგ შევდივართ იმ საქაღალდეში, სადაც პროგრამა დავაყენეთ(სტანდარტულად : C:\Program Files\SHOUTcast) და ვხსნით ტექსტურ ფაილს სახელად : sc_serv.ini…აქ ჩვენ რადიოს უნდა დავადოთ სასურველი პაროლი. მოვძებნოთ სიტყვა Changename და შევცვალოთ სასურველი პაროლით.ამის შემდეგ დავიმახსოვროთ ფაილში შეტანილი ცვლილებები(მენუს ბრძანება File/save).


ყოველივე ამის შემდეგ გავხსნათ Winamp 5.XX Player და კლავიატურაზე ვიმოქმედოთ ღილაკების კომბინაციაზე Ctrl+P(Winamp Preference). გახსნილ ფანჯარაში მარცხენა მხარეს მდებარე მენიუში(Tree View) ვირჩევთ DSP/effect განყოფილებას.

ამის შემდეგ ფანჯრის მარჯვენა მხარეს გაიხსნება სია(ListBox), სადაც ვირჩევ Nullsoft SHOUTcast Sourse DSP V1.8.2.b [dsp_sc.dll], რის შედეგადაც გამოვა ფანჯარა SHOUTcast Sourse.

გამოსულ ფანჯარაში გადავდივართ ჩანართ Output-ზე, სადაც პორტის ადგილას ვწერთ 8000-ს, ხოლო პაროლის ადგილას რადიოზე ჩვენს მიერ დადებულ პაროლს(იხ. ზემოთ). დანარჩენი ავტომატურად წერია.

ყოველივე ამის შემდეგ თაგუნას მარცხენა ღილაკით ვიმოქმედოთ ამავე ჩანართში არსებულ ღილაკ Yellowpages-ზე. რის შედეგადაც გახსნილ ფანჯარაში ჩავატაროთ შემდეგი ოპერაციები:
Description : ვწერთ მაგალითად ‘My Internet Radio’ ;
Genre : აქ ვწერთ ჟანრს, ანუ რადიოს მუსიკალურ სტილს;
ICQ : თქვენი ICQ – ს ნომერი(სურვილის მიხედვით).

ყოველივე ამის შემდეგ გადავდივართ ჩანართ Encoder-ზე და Encoder Settings-ში ვირჩევთ ხმის ხარისხს(რეკომენდირებულია 96kbps,44.100khz,stereo)

მაშ ასე რადიო უკვე მზადაა და მის მუშა მდგომარეობაში მოსაყვანას საჭიროა პროგრამის გაშვება : sc_serv.exe(სტანდარტული მისამართი : C:\Program Files\SHOUTcast\ sc_serv.exe)

თქვენი რადიოს მისამართია :
Http://თქვენი IP მისამართი:8000/Listen.pls
რადიოს მოსმენა შესაძლებელია შემდეგი პლეიერებით:
Winamp 5.XX Player
Real Player
Nero Media Player
Java Player

This entry was posted in ახალი ამბები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s