დედამიწას “ეშმაკის პლანეტა” უახლოვდება



მიმდინარე წლის მაისში დედამიწელებმა ციური სხეული დაინახეს, რომელმაც შესაძლოა 2012 წელს ჩვენი ცივილიზაცია შეცვალოს.

უძველესი წინასწარმეტყველება “წითელ პლნეტაზე”, რომლის დედამიწასთან მოახლოებაც გლობალურ კატაკლიზმებს გამოიწვევს, რეალური აღმოჩნდა. თვეზე მეტია, ღამეულ ცაში წითელი მოძრავი სხეულის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.

ეს ლეგენდარული ნიბურუა, იგივე “X-პლანეტა” და “ეშმაკის პლანეტა”.

იგი თავის ორბიტაზე 3 600 წლის ინტერვალით ბრუნავს დედაამიწასთან ახლოს და იწვევს წყალდიდობებს, მიწისძვრებს და სხვა კატაკლიზმებს, რომლებიც აფერხებენ ცივილიზაციის განვითარების გზას.

ნიბურუ – “ეს თითქოს მოჩვენებაა უძველესი წინასწარმეტყველებისა” – ამბობს მოსკოველი პლანეტების მკვლევარი იულია სუმიკი. მის შესახებ მაიას ტომიც წერდა, უძველესი შუმერებიც და ეგვიპტელი ფარაონის ვარსკვლავთმრიცხველებიც. თუმცა თანამედროვე ასტროლოგებმა ნიბურუ სულ ცოტა ხნის წინ შეისწავლეს.
სანამ მეცნიერები ულტრათანამედროვე ტექნიკით ცდილობენ ინფორმაცია მოიპოვონ დაუპატიჟებელი სტუმრისგან, პლანეტა ნიბურუ დედამიწისკენ მოიწევს.

პროგნოზები: ნიბურუ ერთ-ერთი საიდუმლო ობიექტია კოსმოსისა. სამხრეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლებს წითელი წერტილის დანახვა 15 მაისსვე შეეძლოთ, 2011 წლის მაისში კი მისი ხილვა ჩრდილოეთელებსაც შეეძლებათ. ამ დროისთვის მისი ზომაც მოიმატებს. 2012 წლის 21 დეკემბერს ნიბურუ მზისტოლა გახდება და სისხლივით წითელი ფერი იქნება.

თუ ამერიკელ მეცნიერსა და მწერალს, ალან ელფორდს ვენდობით, ნიბურუზე უკვე 300 ათასი წელია არსებობს მაღალგანვითარებული ცივილიზაცია.

უცხოპლანეტელების არსებობაში დარწმუნებულია ასტრონავტი ედგარ მიტჩელიც: “მჯერა, რომ ჩვენი პლანეტის გარდა, სხვაგანაც არსებობს სიცოცხლე და მთავრობას ვთხოვ, გახსნას მის შესახებ მოპოვებული ყველა საიდუმლო ინფორმაცია” – განუცხადა მან ჟურნლისტებს.

მეცნიერები ვარაუობენ, რომ “ეშმაკის პლანეტის” გამოჩენა დედამიწისთვის სასიკეთო არ იქნება. 2013 წლის 14 თებერვალს, როცა ნიბურუ მზესა და დედამიწას შორის ჩადგება, მოსალოდნელია გლობალური კატაკლიზმები. მაგნიტური პოლუსები გადაადგილდებიან და ჩვენი პლანეტის გადახრა შეიცვლება. კონტინენტებს ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები დაატყდება, ყველაზე მეტად კი ამერიკა დაზარალდება. ნიბურუ დედამიწას მხოლოდ 2014 წლის 1 ივლისიდან მოსცილდება.

ნიბურუ ძლიერმა ტელესკოპებმა პირველად 1983 წელს დააფიქსირეს. მაშინ ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პლანეტა ძლიერადაა მიკრული თავის ელიფსურ ორბიტაზე. მისი მასა 2-ჯერ თუ 5-ჯერ აჭარბებს დედამიწის მასას. იგი მზისგან 14 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული.

უძველესი დაკვირვებები: აღმოჩნდა, რომ ამ მისტიკური კოსმოსური ობიექტის შესახებ ჯერ კიდევ ათასობით წლის წინ იყო ცნობილი. უძველეს წყაროებში მას “მეორე მზედ” მოიხსენიებდნენ, ასევე მისი ეპითეტები იყო: “მანათობელი”, “მბრწყინავი”, “გვირგვინივით მოციალე”. ჩვენი წინაპრები ნიბურუს თვლიდნენ “ხომალდად, რომელზედაც ღმერთები ცხოვრობდნენ”.

მზე… “დედამიწა ცხოვრობს “მეხუთე მზის” ფინალურ ეპოქაში” – ხსნის იულია სუმიკი. მაიას ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით, “მეხუთე მზის” დასასრული 2012 წელს დადგება. მათივე გამოთვლებით, “პრველი მზის” ეპოქა 4008 წელს გაგრძელდა და დასრულდა მიწისძვით, ხოლო “მეორე მზის” ეპოქამ გასტანა 4010 წელს და დასრულდა გრიგალით. “მესამე მზის” ეპოქა მოიცავდა 4081 წელს მოიცავდა, ბოლოს კი დედამიწას დაატყდა ცეცხლის წვიმა, რომელიც უზარმაზრი ვულკანების კრატერებიდან ამოიფრქვა. “მეოთხე მზის” ეპოქა 5026 წლიანი იყო და წარღვნით დასრულდა. “მეხუთე მზის” ეპოქა 5126 წლიანია. იგი ცნობილია აგრეთვე, როგორც “მზის მოძრაობა”. მაია წინასწარმეტყველებს, რომ მის შემდეგ მოხდება დედამიწის შერყევა, რაც ცივილიზაციას შეცვლის. მათი გადმოცემით, ცოდნა ამის შესახებ არა მხოლოდ ცაზე დაკვირვებით, უცხოპლანეტელებისგანც მიიღეს.

ნიბურუს შესახებ ინფორმაციას შუმერებიც ფლობდნენ. ტექსტების გარდა, მათ ამ პლანეტის არაერთი გამოსახულება შემოგვინახეს. ნიბურუს გამოსახავდნენ მრგვლი დისკოს სახით, რომელსაც ორი უზარმაზარი ფრთა აქვს. ეს სიმბოლო გვხდება ასირიელბში, ბაბილონელებში, ეგვიპტელებში და სხვა უძველეს ერებში. ხალხს მტკიცედ სჯეროდა, რომ 450 ათასი წლის წინ სწორედ ასეთი საფრენი აპარატით დედამიწაზე პირველად ჩამოფრინდნენ ნებურუს მცხოვრებლები.

ერთ-ერთ შუმერულ ტექსტში, რომლის ასლიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება, გამოსახულია ღმერთი, რომელსაც ხელში “თოკები” უჭირავს და მზისგან ტყორცნის. ძველი შუმერები აცხადებდნენ, რომ უცხოპლანეტელებმა გადაარჩინეს დედამიწა კაპრიზული ვარსკვლავის “ტვირთისაგან”. შუმერები თავის უცხოპანეტელს მასწავლებლებს “მზის მცველებს” უწოდებდნენ, “თოკები” კი ღვთაებრივი ძაფი იყო, რომლის ქსელითაც მთელი დედამიწა დაფარეს.

დაე, ჩვენც გვჯეროდეს, რომ ისინი ამჯერადაც გადაარჩენენ ჩვენს დედამიწას.

ეს საგაზეთო სტატია იყო….

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s