პლანეტა მარსის შესახებ



პლანეტა მარსის შესახებ

სამყაროში ყველაფერი, მიკროორგანიზმებით დაწყებული და უზარმაზარი ციური სხეულებით თუ მაკროკოსმოსით დამთავრებული, იბადება, ვითარდება და კვდება. იყო დრო, როცა დედამიწა არ არსებობდა. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ შეიქმნა მზესთან და მზის სისტემასთან ერთად ვარსკვლავიერი მტვრისგან. დღევანდლამდე მან ცვალებადობის დიდი გზა განვლო. შესაძლო კატაკლიზმების გამო, დღეს დედამიწა საფრთხეშია.

გლობალური დათბობა, ასტეროიდების შემოჭრა, ცოცხალი ორგანიზმებისათვის სახიფათო მილიონობით მიკრობის ზრდა, ბირთვული რეაქტორების აფეთქება და ბოლოს, რაც შორეულია, მაგრამ გარდაუვალი – მილიონობით წლის კაშკაშა ნათების შემდეგ მზის საწვავი იწურება და ის არსებობას წყვეტს. მანამდე კი ის წითელ ზეგიგანტად გადაიქცევა და ის რაც აქამდე სიცოცხლის საფუძველი იყო, მისი მოსპობის მიზეზად გადაიქცევა.

როგორ შეიძლება საფრთხიდან თავის დაღწევა და სიცოცხლის გადარჩენა? მეცნიერები გამოსავალს ჩვენსავე გალაქტიკაში, კერძოდ მზის სისტემაში, დედამიწის ასლის შექმნაში ხედავენ. ამისათვის უნდა შეირჩეს ისეთი პლანეტა, რომელიც თავისი თვისებებით რამდენადმე უახლოვდება დედამიწას.
ასეთად მივიჩნიეთ პლანეტა მარსი. კოსმოსური ზონდებიდან მიღებული ინფორმაციით მარსზე აღმოჩენილია წარსულში სავარაუდო სიცოცხლის არსებობის კვალი, ხოლო იუპიტერის 16 თანამგზავრიდან ერთ-ერთზე, “ევროპაზე“ აღმოჩენილია ყინულოვანი საფარი, რომლის ქვეშაც მოსალოდნელია ბაქტერიების არსებობის პირობები იყოს.

  პლანეტა მარსი  

მასა-6.4185*1023 კგ
დიამეტრი-6790 კმ
სიმკვრივე-3.934 გ/სმ3
გრავიტაცია ეკვეტორზე-3.69 მ/წმ2 ანუ 0,376 g
წნევა- 0,7-0,9 კპა
საშ.მანძილი მზიდან-227936637 კმ
საშ.ორბიტ.სიჩქარე – 24077 მ/წმ
ზის ირგვლივ მოძრაობის დრო 687 დღე-ღამე
მეორე კოსმოსური სიჩქარე – 5072 მ/წმ

ატმოსფეროს ძირითადი შემადგენლობა

ნახშირბადი – 95,32 %
აზოტი – 2,7 %
არგონი – 1,6 %
ჟანგბადი – 0,13%

მზის სისტემის მეოთხე, დედამიწის მომდევნო პლანეტაა. ზოგჯერ წითელ პლანეტასაც ეძახიან, რადგან მისი მთლიანი ზედაპირი რკინის ჟანგეულითაა დაფარული.თავისი მრავალი მახასიათებლებით მარსი დედამიწის მსგავსია. აქ 25 საათიანი დღე-ღამეა. ზედაპირი ვულკანებითა და დაბლობებითაა დაფარული, ხოლო პოლუსებზე მდებარე ყინული სეზონის მიხედვით იზრდება და მცირდება. მთა ოლიმპი – ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში. მისი სიმაღლე 28 კმ-ია, ზედაპირზე არსებული მშრალი და კლაკნილი ხეობები იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც მდინარეები მიედინებოდა. მილიარდობით წლის წინ მარსსაც ქონდა ატმოსფერო, რომელსაც სიცოცხლის უზრუნველყოფა შეეძლო. დროთა განმავლობაში ატმოსფერო კოსმოსში გაიფანტა და პლანეტა გაცივდა. დღეს მარსი ყინულოვანი უდაბნოა. აქ ზამთარში ტემპერატურა -120-მდე ეცემა, ზაფხულში 0 c-დან 30 c- მდე მერყეობს.

მარსს ორი მთვარე აქვს – ფობოსი და დეიმოსი. ფობოსის საგანე მხოლოდ 28 კმ-ია, დეიმოსის კი – 14 კმ. პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს, მისი სიჩქარე საათში 400 კმ-ს აღწევს. მარსის ჰაერი ძირითადად ნახშირორჟანგს შეიცავს, რომელიც სუნთქვისთვის გამოუსადეგარია. სამხრეთ პოლუსზე არის 400 კმ-ანი გაყინული ნახშირორჟანგის “ მშრალი ყინულის“ ქუდი, ხოლო ჩრდილოეთი პოლუსი მშრალი ყინულითაა დაფარული. მარსის ზედაპირს კვეთს კოლოსალური კანიონი, მას “ვალეს მარინერისი“ ეწოდება. მისი კლდეების სიმაღლე 6 კმ-ს აღწევს.

წლების განმავლობაში გვხიბლავდა პლანეტა მარსი. მას შემდეგ, რაც ადამიანმა პირველად მიმართა თავისი ტელესკოპი მარსისაკენ, არსებობს ვერსია იქ არსებული ” სიცოცხლის ” შესახებ. ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ედგარ რაის ბუროუსი, რეი ბრედბერი და ჰერბერტ უელსი წერდნენ მარსზე არსებული სიცოცხლისა და მისი მობინადრეების შესახებ.

ყველაზე მგრძნობიერი ტელესკოპისთვისაც კი ძნელია ზუსტი სურათის დახატვა მარსის რელიეფის შესახებ. კოსმოსური ზონდებიდან მიღებული ინფორმაციებიც ვერ გვაწვდის ზუსტ ცნობებს, ამის გამო იოლი იყო შეცდომაში შესულიყვნენ ასტრონავტები და შეელამაზებინათ სინამდვილე.

იტალიელი ასტრონომი ჯოვან სქიაპირელი იყო პირველი, ვინც შექმნა მარსის რუკა 1877 წელს. მასზე წარმოდგენილი იყო უამრავი არხი.

1910 წელს ამერიკელმა ასტრონომმა პერსივალ დოუელმა ჩაატარა გამოკვლევები და მათზე დაყრდნობით გამოსცა წიგნი , რომელშიც მარსი არის როგორც მომაკვდავი პლანეტა. პლანეტაზე მარსელთა ცივილიზაციას შეუქმნია არხების ფართო ქსელი, რის მეშვეობითაც პოლარული რეგიონებიდან წყალი პლანეტის ცენტრში უნდა გადმოეყვანათ.

ე.წ. “ჰაერი” მარსზე თხელი და სიფრიფანაა. იგი ძალიან მცირე სითბოს აკავებს. ამ სითბოს მეტი ნაწილი დედამიწიდან მოდის მზის რადიაციული გამოსხივების შედეგად.

მარსის ნიადაგი ქიმიურად აქტიური, მაგრამ ბიოლოგიურად პასიურია. სიცოცხლის არსებობა საალბათოა მარსის მშრალ და ცივ უდაბნოებში.

და მაინც დღეს ნამდვილად განსხვავებული მონაცემები გვაქვს ხელთ მარსის შესახებ, ვიდრე ოდესმე.

მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ანტარქტიდაშიც არსებობს.

ბოლო მონაცემებით მარსზე აღმოჩენილია სილიციუმი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც თბილი წყლები არსებობდა. ხოლო ლავამ შემოინახა პლანეტის ირგვლივ არსებული მაგნიტური ველის კვალი.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s