ჰიპები


ჰიპები იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ზალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რაადგან თვლიდნენ, რომ წს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეთილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო:        “გამოეთიშე, განეწყე და განუდექი”.
გამოეთიშე” – ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.
განეწყე ” – ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.
განუდექი” – უარყავ სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა. მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებსა და თავისუფალ სიყვარულს.
თავიანთი შეხედულებებით, გარეგნობითა და ქცევებით ისინი ცდილობდნენ პროტესტი გამოეთქვათ დაკანონებული წესებისა და ნორმების წინააღმდეგ, მაგრამ ხერხები და საშუალებები, რომლითაც ისინი ცდილობდნენ საზოგადოების მარწუხების გარღვევასა და თავისუფლების მოპოვებას, იმავე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის გამაღიზიანებელი და მიუღებელი იყო. საბოლოოდ, უკონტროლო და უპასუხისმგებლობამ ჰიპების მოძრაობა უმართავ გახადა, რამაც მისი მარცხი გამოიწვია.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s