ფრთხილად, თხები გვიტევენ!


“ქათმისა” და “ღორის გრიპების” შემდეგ, მსოფლიოს მოსახლეობას ამჯერად “თხის გრიპი” ემუქრება. უცხოური მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “თხის გრიპის” გავრცელების შესახებ შემაშფოთებელი ცნობა ნიდერლანდებიდან ვრცელდება. ავსტრიული გამოცემის მონაცემებით, ახალი ვირუსით ქვეყანაში უკვე 2300 ადამიანია დაავადებული, მათგან 6 გარდაიცვალა. ჰოლანდიის მთავრობა ვირუსის გავრცელების მასშტაბებით შეშფოთებულია და ათობით ათასი სული თხისა და ცხვრის განადგურებას მოითხოვს. ამჟამად ეპიდემია ნიდერლანდების სამხრეთ ნაწილში მძვინვარებს – ქვეყნის სწორედ ამ ნაწილშია თავმოყრილი ფერმების დიდი ნაწილი, რომელშიც 375 ათასი თხა ბინადრობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალმა გრიპმა 350-დან 55 ჰოლანდიური ფერმა უკვე დააზარალა. უცხოური მედიის ცნობით, “თხის გრიპს” სხვა გრიპების მსგავსი სიმპტომები აქვს. დაავადებულს ყელის ძლიერი ტკივილი, სურდო, სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. თუ დაავადებული ადამიანი დროულად არ იმკურნალებს, პნევმონიის სიმპტომები ვითარდება, რაც შეიძლება, ლეტალური შედეგით დასრულდეს. სპეციალისტების თქმით, “თხის გრიპის” მკურნალობა ანტიბიოტიკებით შეიძლება. განიხილება ასევე ვაქცინის შესაძლო შექმნის საკითხიც. დაავადება ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდება, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შემთხვევა კი ჯერ არ დაფიქსირებულა.

This entry was posted in ამბები სურათებში. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s