“პოლიტტყაოსანი”


დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად,
ჰე, გრეჩიხა, გავიპარე, ძებნად ჩემდა საძებრისად,
ვერ დავდგები მიტინგებზე, ბურჯანაძის საქებრისად,
შემინდე და ნუ ამიკლებ, გინებითა შენებრისად…

ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ, ამა ჩემსა განზრახულსა,
შენც იდექი მიშას გვერდით, ვით მოყვარე მოყვარულსა,
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, თორთლაძისგან სწავლა-თქმულსა,
ზამთარ-ზაფხულ საკნად დგომა, ავნებს ხორცსა, მერმე სულსა…

რაცა მიშას არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების,
ვინცა ამას ვერა მიხვდა, მოსკოვსა და პარიზს ჭკნების,
არ ეშინის ნაციონალთ მიტინგის და არჩევნების,
რა აზრი აქვს ეს მანდატი, მექნების თუ არ მექნების…

არას გარგებს რუსთაველზე, უსარგებლოდ დიდხანს რჩენა,
წესი არის ქართველისა, პარტიების ცვლა და რბენა,
მომეწყინა ხელკეტები, გაზები და ცრემლთა დენა,
არა ძალუძს ხორციელსა, ვანოს ზედა გარდავლენა…

აქვთ უთვალავი წილები, ვერვისგან ანაწონები,
მისცეს თვისიანთ საჭურჭლე, ოდენ არაფრის მქონები,
ჰოდა, მივდივარ პარლამენტს, მუნ მე სკამისა მნდომები,
ნურცა შენ მომიგონებ და არცა მე მომეგონები.

არ ვდარდობ, თუნდაც მადარონ კაცს ღალატისა
მეჭველსა,
ვერ გავუძელი ვერასგზით შეთავაზებას მე მწველსა,
კახა კუკავა რითა სჯობს ბაქრაძეს, ტკბილად მეტყველსა,
სჯობს მანდატისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა.

მისცა ანდერძი ბრეგაძეს, რა გაათავა წერითა,
უთხრა: “ჰკადრეო გრეჩიხას, საქმითა მეცნიერითა,
შენ დაგამეტებს ვერავინ, საყვედურითა ვერითა”
მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

პ.ს.
პოლიტიკოსთა “ქებანი” აროდეს არ მოგვწყინდების,
კაცს ამათ საქმის შემყურეს არარა გაუკვირდების,
ვინ ვის ეკვრება იდუმალ, ძნელად რამ წარმოდგინდების,
კოკოსა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების.

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/

This entry was posted in საქართველო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s