დრაკონის კუთხე


პოლონეთის ყოფილ დედაქალაქში თაყვანს ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს სცემენ და ყოველდღე ბუკსა და საყვირს ისე უკრავენ, თითქოს ქალაქს მონღოლთა ურდოები უახლოვდებოდნენ. შუასაუკუნეების ქალაქს ძველი იერი იმდენად შემორჩა, რომ ამჟამადაც ორიენტაციისთვის XII საუკუნის რუკაა აუცილებელი. სხვათა შორის, არსებობს ლეგენდა, რომ ქალაქი VIII საუკუნეში მეფე კრაკმა მას შემდეგ დააარსა, რაც ამ ადგილას დრაკონი მოკლა და ახლო-მახლო მცხოვრები გლეხები მისი ტყვეობისგან გაათავისუფლა. სხვა ვერსიის თანახმად, ურჩხული მეწაღემ დაამარცხა. ასე თუ ისე, დრაკონი ადგილობრივ სიმბოლოდ იქცა და ახლაც ყველგან მისი გამოსახულება ჩანს: დახლებზე ურჩხულის ფორმის უთვალავი სუვენირი იყიდება, ხოლო ვისლის ნაპირზე უზარმაზარი ბრინჯაოსგან დამზადებული დრაკონის ქანდაკებაც დგას. კრაკოვიდან ვარშავაში დედაქალაქი 1609 წელს გადაიტანეს. ქალაქმა ნგრევის გარეშე გადაიტანა მეორე მსოფლიო ომი, გადაურჩა სოციალური ეპოქის მასშტაბურ მშენებლობებს და სწორედ ამის წყალობით, მისი არქიტექტურა საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურება. კრაკოვის ისტორიული ცენტრი ე.წ. ძველი ქალაქია. 1978 წელს ეს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო კულტურის ძეგლთა სიაში შეიტანეს. სხვათა შორის, მე–12 საუკუნის რუკით, სადაც კრაკოვის ეს ნაწილია გამოსახული, ახლაც შესაძლებელია სარგებლობა–ქუჩების განლაგება ამ დრომდე თითქმის არ შეცვლილა. შედარებისთვის, ვარშავაში ძველი დროიდან ძალიან ცოტა რამ თუ შემორჩა: გერმანელებმა ქალაქის დატოვებამდე პრაქტიკულად არქიტექტურის ყველა ძეგლი ააფეთქეს, ან გაანადგურეს, ამიტომ ძველი შენობებიდან თანამედროვე ვარშავაში აღარაფერია შემორჩენილი.

This entry was posted in ფაქტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s