საინტერესო ფაქტები


  1. …რომანოვების ოჯახის დაცემამდე და დახვრეტამდე რამდენიმე წლით ადრე მათი მფარველი თედორეს ღვთისმშობლის ხატიდან  ღვთისმშობლის გამოსახულება გაქრა…
  2. …ფედერალური სამკუთხედის შენობათა კომპლექსს ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) ამერიკის ისტორიაში “ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამშენებლო პროექტს” უწოდებენ… 
  3. …ვერმახტის ერთადერთი არაგერმანული ლეგიონი, რომელსაც რკინის ჯვრის ტარების უფლება ჰქონდა, ქართული ლეგიონი იყო…
  4. …ბანგკოკის სრული სახელი 19 სიტყვისა და 158 ასოსგან შედგება და დედაქალაქის ყველაზე გრძელი სახელია…
  5. …საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, ფრინველები, ისევე როგორც ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ამფიბიები, ცხოველები არიან…
  6. …ლვოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში (სურათზე) შერწყმულია რენესანსისა და ბაროკოს არქიტექტურის დეტალები…
  7. …მსოფლიოს პირველი ავიაკომპანია იყო DELAG, რომელიც ცეპელინებით ახორციელებდა ფრენებს…
  8. …როტერდამის მეტროს მაქსიმალური სიღრმე ზღვის დონემდე 17 მეტრს აღწევს…
  9. …თბილისში დღევანდელ თავისუფლების მოედანს XIX საუკუნეში „ერევნის მოედანი“ ერქვა…
  10. …მექსიკის ესპანელების მიერ დაპყრობის პერიოდში, ტარასკების სახელმწიფო ზომითა და მოსახლეობით მხოლოდ აცტეკთა იმპერიას ჩამორჩებოდა…
  11. …საპრეზიდენტო სასახლე ვილნიუსში სხვადასხვა დროს საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონისა და რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა…
  12. …სინგაპურის დღემდე შემორჩენილი ყველაზე ძველი ქრისტიანული ტაძარი გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური ეკლესიაა (1835)…
This entry was posted in ფაქტები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s