აბიოგენეზი


z

აბიოგენეზი-პროცესების ერთობრლიობა, რომელმაც თითქოს განაპირობა სიცოცხლის ჩამოყალიბება არაორგანული ნაერთებიდან.

აბიოგენეზი მოიცვს თეორიათა ჯგუფებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვს მეცნიერებასთან.

აბიოგნეზეზური თეორიების თანახმად, სიცოცხლე (პირველი ცოცხალი უჯრედი) წარმოიშვა არაორგანული ნაერთებისაგან მხოლოდ ბუნებრივი პროცესების მოქმედებით. ამ ბუნებრივმა პროცესებმა, რომელიც ვითომდა შემთხვევითი პროცესებია, საბოოლოდ შექმნა უჯრედი-ურთულესი მოლეკულური მანქანა. ყველაზე მარტივ უჯრედს, მიკოპლაზმა ჯენიტალიუმს, გააჩნია დაახლოებით 500 000-მდე ნუკლეოტიდისაგან შემდგარი დნმ. ეს დნმ დაახლოებით 470 პროტეინების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ამათგან ასამდე პროტეინი თვითონ გენეტიკური მასალის გამრავლებისა და გადაწერის პროცესში მონაწილეობენ. იცის თუ არა დღევანდელმა მეცნიერებამ როგორ წარმოიშვა ცოცხალი სამყარო არაორგანული ნაერთებისაგან?

გააჩნია თუ არა დღევანდელ მეცნიერებას რაიმე ექსპერიმენტალური საფუძველი, რომელიც აბიოგენეზს განამყარებს? არა!

არის თუ არა შესაძლებელი ამინომჟავებისაგან სიცოცხლისათვის საჭირო თუნდაც ერთი პროტეინის სინთეზი, გარედან ენერგიის მიწოდებით? დღემდე არცერთი ასეთი პროტეინი არ სინთეზირებულა თავისით აბიოგენეზურ ექსპერიმენტებში.

არის თუ არა შესაძლებელი რიბონუკლეოტიდებისაგან სიცოცხლისათვის საჭირო თუნდაც ერთი რნმ-ს სინთეზი, გარედან ენერგიის მიწოდებით? დღემდე არცერთი ასეთი რნმ არ სინთეზირებულა თავისით აბიოგენეზურ ექსპერიმენტებში.

არის თუ არა შესაძლებელი დეოქსირიბონუკლეოტიდებისაგან სიცოცხლისათვის საჭირო თუნდაც ერთი დნმ-ს სინთეზი, გარედან ენერგიის მიწოდებით? დღემდე არცერთი ასეთი დნმ არ სინთეზირებულა თავისით აბიოგენეზურ ექსპერიმენტებში.

ასევე ჯერ ვერ შექმნილა სიცოცხლისათვის საჭირო ნახშირწლები და ლიპიდები. ამათი აბიოგენეზური სინთეზიც მნიშვნელოვან პრობლემებთან არის დაკავშირებული.

შენიშვნა: რამოდენიმე ნუკლეოტიდისაგან შემდგარი (2 ან 3) რიბონუკლეინის მჟავები შეიძლება მცირე რაოდენობით სინთეზირებული იქნას სპონტანურად. ასევ მოკლეჯაჭვიანი ცილები, ოღონდ ამ ცილებში შედის L და D ამინომჟავები, თანაც ბევრი ისეთი ამინომჟავებიც, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის მიერ არ მოიხმარება. ასევე ნახშირწყლების და ლიპიდების სინთეზი. მოკლეჯაჭვიანი მოლეკულები, რომელნიც სულ სხვა იზომერები არიან და უმეტეს შემთხვევაში branched (ქართულად ტერმინი არ ვიცი, თუმცა “ტოტისებური” ან განშტოებული შეიძლება იხმარო ალბათ) მოლეკულები.

ეს არის მინიმალური პრობლემები, რომელზეც 100 წელზე მეტი პასუხი არ გაცემულა. არის მხოლოდ უსაფუძვლო თეორიები, რომელთაც არავითარი ექსპერიმენტალური საფუძვლები არ გააჩნიათ.

საინტერესო ფაქტები: Dean Kenyonma-მა, რომელიც ძალიან ცნობილი მეცნიერია, 180 გრადუსით შემოატრიალა თავისი წარმოდგენა ამის თაობაზე: ყველაზე ცნობილი ქიმიურ ევოლუციის მომხრე იყო და საბოლოოდ ID-ს მიმდევარი გახდა. ეს მეცნიერი ცნობილია თავისი ნაშრომებით ქიმიური ევოლუციის დარგში. წიგნიც გამოუშვა 60-იან წლებში: biochemical predestination. ძალიან ცნობილი სახელმძღვანელოა ამ დარგში. ბოლოს იმდენად გაუჭირდა ამდენი ტყუილებით ცხოვრება, რომ აღიარა აბიოგენეზის აბსურდულობა და ინტელექტუალური დაგეგმვის გარდაუვლობა.

“No satisfactory synthesis of fatty acids is at present available. The action of electric discharges on methane and water gives fairly good yields of acetic and propionic acids, but only small yields of the higher fatty acids. Furthermore, the small quantities of the higher fatty acids that are found are highly branched.”—*S. Miller and *L. Orgel, The Origins of Life on the Earth

ეს ის სტენლი მილერია, რომელმაც ამინომჟავების სპონტანური სინთეზი მოახდინა და მაის შემდეგ მთელი ალიაქოთი ატეხეს გაზეთებში, მილერმა სიცოცხლე შემქნა ლაბორატორიაში სპონტანურადო იმას ამბობს, რომ დღემდე ცხიმოვანი მჟავების დამაკმაყოფილებელი სინთეზი არ მომხდარა.

“An honest man, armed with all the knowledge available to us now, could only state that, in some sense, the origin of life appears at the moment to be almost a miracle.”—*Francis Crick, Life Itself, Its Origin and Nature (1981), p. 88.

ეს ის ფრანსის კრიკია, რომელმაც დნმ-ს სტურქტურის კვლევისათვის და მისი კოდის გაშიფრვისათვის ნობელის პრემია მიიღო უოტსონთან ერთად. რას ამბობ ფრანსის კრიკი? თუ ადამიანი პატიოსანია, მაშინ, არსებულ მონაცმებზე დაყდნობით, მხოლოდ ერთადერთი დასკვნა უნდა გააკეთოს: სიცოცხლის წარმოშობა წარმოადგენს სასწაულს (ხაზგასმა ჩემია).

“Every time I write a paper on the origin of life, I determine I will never write another one, because there is too much speculation running after too few facts.” —*Francis Crick, Life Itself (1981), p. 153.

იგივე კრიკი ამბობს: ყოველთვის, როცა კი ახალ ნაშრომს ვწერ სიცოცხლის წარმოშობაზე, სურვილი მიჩნდება, რომ აღარ დავწერო რაიმე ამის თაობაზე, რადგანაც ამ საკითხზე ძალიან ბევრ სპეკულაციების ვიყენებთ მცირე ფაქტების ასახსნელად.

“All of us who study the origin of life find that the more we look into it, the more we feel it is too complex to have evolved anywhere. We all believe, as an article of faith, that life evolved from dead matter on this planet. It is just that its complexity is so great, it is hard for us to imagine that it did.”—*Harold C. Urey, quoted in Christian Science Monitor, January 4, 1962

ეს კიდევ ის პროფესორი Urey არის, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც მუშაობდა სტენლი მილერი ამინომჟავების სპონტანურ სინთეზზე. თანაც, ექსპერიმენტი 1953 წელს იქნა დადგმული. ეს კი 1962 წელს თქვა. რა თქვა ამისთანა? ყველა, ვინც კი სიცოცხლის წარმოშობის პრობლემას სწავლობს, რაც უფრო ღრმა ვიხედებით ამ პრობლემაში, მით უფრო ვგრძნობთ, რომ ეს ყველაფერი იმდენად რთულია, სიცოცხლის წარმოშობა (აბიოგენეზს, ანუ ქიმიურ ევოლუციას, გულისხმობს ურეი) შეუძლებელია სადაც არ უნდა იყოს. ჩვენ უბრალოდ გვწამს არაორგანული ნაერთებიდან ორგანულის წარმოშობის შესაძლებლობა. (აქცენტი ჩემია).

ახლა კითხვები უშუალოდ პრო-ევოლუციონისტებთან: თუ ამხელა მეცნიერები აღიარებენ, რომ ეს ყველაფერი რწმენაა, რატომ არ ეუბნებით ბავშვებს სკოლაში, რომ ახალ რელიგიას უტენით მათ ტვინში? რატომ არ აძლევთ მომავალ თაობას არჩევანი გააკეთოს ნამდვილ რელიგიებსა (რაც არ უნდა იყოს: ქრისიტანობა,ისლამი, ბუდიზმი თუ სხვა) და ყალბ რელიგიას (ანუ აბიოგენეზს) შორის? როდემდე აპირებთ ახალგაზრდა თაობის ზღაპრებით გაჟღენთვას?

ნუ, რა თქმა უნდა, რაიმე მეცნიერული არგუმენტაცია თუ გაქვთ აბიოგენეზის მეცნიერულობაზე, სიამოვნებით მოისმინება. მაგრამ, საიდან უნდა გქონდეთ ასეთ რამ, როცა ასეთ რამ ბუნებაში არ არსებობს?

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s