ბერმუდის სამკუთხედი


“ბერმუდის სამკუთხედი” – ეს არის ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი ფენომენი, საიდუმლო. ნუ, შეიძლება არანაირი საიდუმლო, როგორც ასეთი, მასში არ იყოს ჩადებული, მაგრამ ფაქტია, რომ გასული საუკუნის შუიდან ამ მოვლენაზე არა ერთი სტატია თუ ნაშრომი გამოქვეყნებულა, მასზე გადაღებულია როგორც უამრავი დოკუმენტური, ისე მხატვრული კინოფილმი. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან იდგა ე.წ. “ბერმუდის სამკუთხედის ბუმი”. 

ალბათ ცოტა თუ მოიპოვება ისეთი ადამიანი, ვინც დაახლოებითაც მაინც არ იცის ამ მოვლენის შესახებ, ზოგადად.

ამის მიუხედავად, მაინც ჩამოვაყალიბებ ამ ფენომენის არსს.

ბერმუდის სამკუთხედი – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პურტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.

ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის გამოტანა ამ გაუჩინარებათა ასახსნელად – უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანელეტების მიერ მოტაცებამდე. თუმცა, სკეპტიკები ამტკიცებენ, რომ გემების გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში არ ხდება იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ასეთივე მოსაზრებას ეყრდნობა აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო სისტემა Lloyd. თუმცა, დამაფიქრებელია ის, რომ 1945 წლის შემდეგ, “ეშმაკის სამკუთხედში” გაქრა 100-ზე მეტი თვითმფრინავი და გემი (მათ შორის, წყალქვეშა ნავები) და ათასზე მეტი ადამიანი.

ზემოთ დაწერილის გარდა კი მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტი ისტორიიდან ამ საკითხის ირგვლივ.

1919 წელს ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარდა ჯოშუა სლოკამი, თავისი დროის ყველა ცნობილი და ხელოვანი მეზღვაური. მან პირველმა პლანეტაზე გაიარა აფრააშლილმა დედამიწის გარშემო. 1919 წლის 14 ნოემბერს ჯოშუამ გაცურა მარტას-ვინიარდის კუნძულიდან და კურსი აიღო სამხრეთ ამერიკაზე; იმ დღიდან მისგან არ ყოფილა არანაირი ცნობა.

ვერსიები, რომლებიც ხსნიდნენ ადამიანების, გემებისა და თვითმფრინავების ასეთ გახანგრძლივებულ გაუჩინარებას, იყო შემოთავაზებული უამრავი.

მათ შორის: ცუნამის უცაბედი ტალღა მიწისძვრის გამო; ბოლიდები, რომლებიც ახდენენ თვითმფრინავების აფეთქებას; ზღვის მონსტრის თავდასხმა; დროისა და სივრცის ”გაღუნვა”, რომელიც იზიდავს სხვა განზომილებაში; ელექტრომაგნიტური ტალღებისა და მიზიდულობის ძალების ძაბრი, რომელიც აიძულებს გემებს იხეტიალონ, ხოლო თვითმფრინავებს – ჩამოვარდნენ; დედამიწის ცოცხალი არსებების ნიმუშების შეგროვება, რომელიც ხორციელდება წყალქვეშა ან საჰაერო უფო-ს მიერ, რომლებსაც მართავენ უძველესი ცივილიზაციის გადარჩენილი წარმომადგენლები, ან კოსმიური არსებები, ან ადამიანები მომავლიდან და ა.შ.

ცხადია, ყოველწლიურად სამკუთხედის თავზე დაფრინავს მრავალი თვითმფრინავი, მას გადაკვეთს უამრავი გემი, რომლებიც რჩება უვნებელი და დაუზიანებელი.

ამასთან, მსოფლიოს ყველა ზღვასა თუ ოკეანეში, სხვადასხვა მიზეზის გამო, უბედურება ემთხვევათ გემებსა და თვითმფრინავებს (თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ”უბედურება” და ”გაუჩინარება” განსხვავებული ცნებებია. პირველ შემთხვევაში, წყალში რჩება ნამსხვრევები და გვამები; მეორე შემთხვევაში კი – არ რჩება არაფერი). თუმცა არ არსებობს მეორე ისეთი ადგილი, სადაც ძალზედ უჩვეულო შემთხვევებისას მომხდარიყო ამდენი აუხსნელი, უცაბედი გაუჩინარება….ბიბლიოთეკარი არიზონიდან, ლოურენს დ. კუშე, თავის წიგნში ”ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა” ახდენს ამ რაიონის საიდუმლოს ”გამოაშკარავებას”. იგი თვლის, რომ ეს არის სენსაცია, რომელიც მოსილია ლეგენდებით. ამასთან, იგი მხოლოდ არჩევითად უარყოფს ზოგიერთ შემთხვევას, ტოვებს რა განზე მრავალ საიდუმლოებით მოცულ გაუჩინარებას, რომლებისთვისაც მან ვერ შეძლო გასაღების პოვნა.
ამგვარად, კუშე ხსნის გემებისა და თვითმფრინავების ყველა გაუჩინარებას ”ჩვეულებრივი” მიზეზებით. მაგრამ ყველანაირად შეუძლებელია ამ კონცეფციის ჩარჩოებში მოვათავსოთ უცნაური გემები-მოჩვენებები, მიტოვებული თავიანთი ეკიპაჟების მიერ. 1940 წლიდან 1955 წლამდე ასეთ გემებს ხომ დაახლოებით 50-ჯერ შეხვდნენ! ფრანგული გემი ”როზანა” ბაჰამის კუნძულებთან (1840). გემი ”ქეროლ ა. დირინგი” გაშლილი აფრებით, მომზადებული საჭმლით კამბუზზე, ორი ცოცხალი კატით (1921). გემი ”რუბიკონი” ერთი ძაღლით (1949).
1948 წლის ერთი შემთხვევის ინტერპრეტირებაზე კი ლ. კუშემ საერთოდ განაცხადა უარი.
30 იანვრის ადრეულ დილას, კაპიტანმა მაკმილიანმა, ”ტიუდორ-IV” ტიპის ”სთარ ტაიგერის” თვითმფრინავის კომანდირმა ბერმუდებზე შეატყობინა იქაურ დისპეტჩერებს ცნობები თავისი ადგილმდებარეობის შესახებ. დაადასტურა, რომ გემზე ყველაფერი წესრიგშია და რომ იგი მიჰყვება ზუსტად განრიგს. ეს იყო უკანასკნელი, რაც გაიგონეს ”სთარ ტაიგერის” შესახებ. დაიწყეს მისი ძებნა. ათი გემი და 30-მდე თვითმფრინავი ეძებდა დაკარგულ გემს ოეკანის მთელს რაიონში მისი მარშრუტის მიხედვით. მაგრამ ძებნამ გამოიღო ნულოვანი შედეგი: ვერ ვიპოვეს ვერც ერთი ზეთის ლაქა წყლის ზედაპირზე, ვერანაირი ნამსხვრევი, ვერც ერთი გვამი. კომისიის დასკვაში კი იყო ნათქვამი, რომ აქამდე გამოძიება არასდროს მდგარა ამაზე უფრო რთული ამოცანის გადაჭრის წინაშე.
”ეს ნამდვილად წარმოადგენს ზეცის ამოუცნობ საიდუმლოს”, – იძულებულია აღიაროს ლ. კუშე.

მეზღვაურებსა და მფრინავებს შორის საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ ” ასეთი ინტენსიური მოძრაობის რაიონში სრულიად ბუნებრივად შეიძლება წარმოვიდგინოთ თვითმფრინავი, გემი ან იახტა, რომელიც დაიკარგა გარემოებათა დამთხვევების შედეგად – უცაბედი გრიგალი, ბურუსი, დამტვრევა.”
ისინი აცხადებენ, რომ სამკუთხედი არ არსებობს, რომ თვითონ ეგ სახელწოდება შეცდომაა ან მოცლილი მონაგონი ფანტასტიკით ძალზედ გატაცებული მკითხველებისთვის. მათ მოსაზრებას ადასტურებენ ავიაკომპანიებიც, რომლებიც ემსახურებიან ამ რაიონს. თვითონ ბერმუდის სამკუთხედისა და მისი საზღვრების არსებობის შესახებ დავები არ სრულდება. როგორია მისი ნამდვილი ფორმა, როგორ დაიბადა თვითმფრინავების, გემების, იახტების, წყალქვეშა ნავების ეკიპაჟთა შორის ლეგენდები გაუჩინარებების შესახებ? იქნებ ამ ლეგენდების პოპულარობის გამო ნებისმიერი აუხსნელი ავარია ეგრევე განისაზღვრება როგორც გაუჩინარება? ამაში ხომ არ არის მთელი მიზეზი?
რადიომ და ტელევიზიამ მოაყარა შეკითხვები თვითმხილველებს, რომლებიც დაფრინავდნენ ამ რაიონში. ამდენი შეკითხვა იწვევდა მათში ნევოზულობასა და ფსიქოზს. ჩვეულებრივ, კითხვა-პასუხის ასეთი დაძაბული გაცვლის დროს საბოლოო შედეგი იყო ასეთი: ”არა ერთხელ მიფრენია სამკუთხედის თავზე, და არაფერი მომხდარა. არანაირი საფთხე არ არსებობს.”
ადამიანებს, რომლებიც ახდენენ მოგზაურობების ორგანიზებას, ასევე მგზავრებს, რომლებიც მიემართებიან სამკუთხედის მხარეს, ხშირად უსვამებ შეკითხვას: ”გავფრინდეთ ბერმუდის სამკუთხედის თავზე?” და, რამდენადაც, ზუსტი საზღვრები არაა, პასუხი ამაზე ყოველთვის უარყოფითია. ზოგჯერ, თვითმფრინავის დაგვიანებითი მოსვლის გასამართლებლად მგზავრებს ხშირად ეუბნებიან შემდეგ მიზეზს: ”ჩვენ ხომ ბერმუდის სამკუთხედის თავზე მოგვიწია გადაფრენა”.
მიუხედავად ამისა, უცნაური ავარიები და უბედურებები სამკუთხედსა და მიმდებარე რაიონებში გრძელდება. 1970-იან წლებში მაიამის აეროპორტისგან უშუალო სიახლოვეში, ხმელეთის თავზე, რამოდენიმე თვითმფრინავმა განიცადა მარცხი, რომელსაც ვერ უპოვეს ვერანაირი ახსნა. ერთ-ერთი მათგანი – რეისი 401 ისტონში (”ლოკხიდი” ლ-102), რომელზედაც იმყოფებოდა 100-ზე მეტი ადამიანი, გაქრა 1972 წლის 29 დეკემბერს. რეისი 401-ის გაუჩინარების გარემოებათა გამოძიება, შესაძლოა, ასე თუ ისე ნათელყოფს მრავალ მანამდელ უცაბედ გაუჩინარებას ოკეანის თავზე.
ცნობილია, რომ ეს თვითმფრინავი ფრენის უკანასკნელი 7-8 წამის მანძილზე ქვევით ეშვებოდა ისეთი სიჩქარით, რომ მისთვის თვალის დევნა ვერ შესძლეს ვერც მაიამის დისპეტჩერებმა, ვერც პილოტებმა. რადგანაც ყველა ალტიმეტრის (სიმაღლის საზომი) მუშობდა, ჩვეულებრივი დაშვებისას პილოტებს ეყოფოდათ დრო იმისთვის, რომ მოეხდინათ თვითმფრინავის გასწორება. მაგრამ დაშვება ხდებოდა იმდენად ჩქარა, რომ დისპეტჩერებმა შესძლეს დაეფიქსირებინათ მხოლოდ ერთი ანარეკლი რადარის მობრუნების დროის განმავლობაში (40 წამი). შემდეგი მობრუნებისთვის თვითმფრინავი 300 მეტრიდან დაეშვა უკვე 100-ზე უფრო ქვევით, და შესაძლოა, ჩავარდა წყალში.
დაშვების ასეთი სიჩქარის ახსნა არ შეიძლება მწყობრიდან არც მართვის ავტომატური სისტემის გაფუჭებით, არც სიჩქარის დაკარგვით, არც პილოტების გაუმოუცდელობით… ამისთვის, აშკარად, უნდა იყოს რაღაც მიზეზი, დაკავშირებული ატმოსფეროსთან. შეიძლება – ეს არის მაგნიტური ველის ესა თუ ის ანომალია.

* * *
ჩვენთვის ცნობილი თვითმხილველებიდან პირველი, ვინც ჩაწერა საკუთარი დაკვირვებები ამ რაიონში ნათების შესახებ, იყო კოლუმბი. 1492 წლის 11 ოქტომბერს, მზის ჩასვლამდე 2 საათით ადრე, ”სანტა-მარიის” გემიდან იგი თვალყურს ადევნებდა, თუ სარგასის ზღვის დასავლეთის ნაწილში წლის ზედაპირი ბაჰამის კუნძულებთან განათებული იყო თეთრი სინათლით. წყალში ზოლების (ან დინების) ასეთ ნათებას ასევე აკვირდებოდნენ 500 წლის შემდეგ ამერიკული ასტრონავტები.
ამ უცნაურ ფენომენს ხსნიან სხვადასხვაგვარი მიზეზით, მათ შორის: ტორფიანი ფქვილის აწევა თევზთა გუნდით; სხვა ორგანიზმებით; თავად თევზთა გუნდი. რა მიზეზებიც არ უნდა იყოს, აქამდე დაუმტკიცებელი, ამ გასაოცარ სინათლეს კვლავ აკვირდებიან ზღვის ზედაპირიდან, განსაკუთრებით კი იგი ლამაზია ციდან.
კიდევ ერთი უცნაური მოვლენა სამკუთხედში, რომელიც პირველმა შემაჩნია ასევე კოლუმბმა პირველი ექსპედიციის დროს, დღემდე რჩება დავების ობიექტად და იწვევს გაოცებას. 1492 წლის 5 სექტემბერს, სარგასის ზღვის დასავლეთის ნაწილში კოლუმბი, ეკიპაჟის შეშფოთებულ წევრებთან ერთად, თვალყურს ადევნებდა იმას თუ, როგორ გაიქროლა ცაზე ცეცხლოვანმა ისარმა და ან ჩავარდა ზღვაში, ან კიდევ უბრალოდ გაქრა.
რამოდენიმე დღის შემდეგ შეამჩნიეს, რომ კომპასი აჩვენებდა რაღაც გაურკვეველს, რამაც შეაშინა ყველა. შესაძლოა, რომ სამკუთხედის რაიონში – ცასა და ზღვაში – ელექტრომაგნიტური ანომალიები გავლენას ახდენენ გემების მოძრაობაზე.
სხვა ვერსია ვარაუდობს კავშირის არსებობას გემებისა და თვითმფრინავების გაუჩინარებასა და სხვა მოვლენებს შორის. უწოდებენ მათ სხვადასხვანაირად – ”საჰაერო გარემოს ანომალიები”, ”ხვრელი სივრცეში”, ”გახლეჩა უცნობი ძალებით”, ”ცის ხაფანგი”, ”მიზიდულობის ორმო”, ”თვითმფრინავებისა და გემების შეპყრობა ცოცხალი არსებებით და ა.შ.”. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრის ახსნის მცდელობა გაუგებრით.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s