ალენ-ფურნიე


ალენ-ფურნიე (ფრანგ. Alain-Fournier; ფსევდონიმი; ნამდ. სახელი ანრი ფურნიე; დ. 3 ნოემბერი, 1886 – გ. 22 სექტემბერი, 1914) — ფრანგი მწერალი და ჯარისკაცი. ავტორია ერთადერთი რომანის “დიდი მოლნი” (Le Grand Meaulnes, 1913 წელი), რომლის საფუძველზე გადაღებულია ორი კინოფილმი, ხოლო თვით ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. 

დაიბადა 1886 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ ლა-შაპელ-დ’ანჟიონში. სახელი გაითქვა რომანის წყალობით, რომელშიც ლირიული მანერით აღწერილი აქვს ბავშვობის წლების, სკოლის, თამაშების და ყმაწვილკაცობის ფიქრების მოგონებები. რომანში შერწყმულია დინამიური სიუჟეტი და რომანტიული ინტრიგა ფრანგული პროვინციული ცხოვრების რეალისტური აღწერით.

რომანის გამოცემის შემდეგ ალენ-ფურნიე შეძლებული მეწარმე კლოდ კაზიმირ-პერიეს მდივნად მოეწყო, რომელთან ერთადაც მუშაობდა წიგნზე “ბრესტი, ტრანსატლანტიკური პორტი” (ფრანგ. Brest, port transatlantique). მწერალი ფრონტზე დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წლის 22 სექტემბერს, სან-რემის ტყეში ვერდენთან, მარნთან პირველი ბრძოლისას.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s