სახალისო ფსიქოლოგიური ტესტი


თქვენი ნებართვით, აქ დავდებ სახალისო ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც ნებისმიერიმა შეიძლება ჩაუტაროს არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც, რადგან ტესტის შიფრი მარტივია და სიმბოლიკებს ეყრდნობა.
თუ გსურთ, რომ ტესტი აზრიანად ჩატარდეს, ჯერ თავად ინსტრუქციას გაეცანით და ტესტის წერას შეუდექით თქვენთვის და შემდეგ წაიკითხეთ სიმბოლიკების ახსნა, რადგან თუ სიმბოლოთა მნიშვნელობა წინასწარ გეციდონებათ, ჩათვალეთ, რომ ტესტის ჩატარებას თქვენს შემთხვევაში აზრი არ აქვს, თუმცა შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და რომელიმე  ახლობელს ჩაუტაროთ, . მოკლედ, ინსტრუქცია და კითხვარი შემდეგია: 
1. ვთვქათ მიდიხართ უდაბნოში, გაურკვეველი ვადით, მიდიხართ მარტო, რას წიღებდით?
(ჩამოთვალეთ ის, რაც პირველად მოგივათ თავში აზრად და დიდხანს არ დაყოვნდეთ)
2. თუ წყურვილისგან იხრჩობით და შეგხვდათ მღვრიე წყალი, დალევთ?
3.დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ?
4.მოდის ცხენი. დეტალურად აღწერეთ, რა ფერისაა, როგორ მოდის, დგას თუ მოდის, თქვენ თავად მიხვედით თუ ის მოვიდა, ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე. ეს ყველაფერი დეტალურად.
5. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის შანსი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა? აღწერეთ.

იმისათვის, რომ პასუხებისკენ თვალი არ გაგექცეთ, თავად კითხვარსა და პასუხებს შორის დავდებ სურათს და ამ სურათის ქვემოთ იქნება პასუხები, ანუ სიმბოლოების ახსნა.


1. უდაბნოში თქვენს მიერ წაღებული ნივთებით განისაზღვრება თქვენი უმთავრესი მისწრაფებები და პრაქტიკული გონება: თუ წყალი აუცილებლად წაიღეთ, პრაქტიკული ხართ. თუ რაოდენობაზე გაქვთ აქცენტი და პასუხში გაქვთ ასეთი რამ: 2 ცისტერნა ხორცი, სამი ცისტერნა ლუდი, ტრაილერით მაცივარი ან რაიმე ამის მსგავსი, ე.ი. ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოვებული არ ბრძანდებით.
2. თუ ბინძურ წყალს დალევთ, მაშასადამე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია წავიდეს ყველაფერზე სიყვარულისთვის, თუ არ დალევთ, ე.ი. თქვენს პრინციპებს სიყვარულის გამო არ უღალატებთ.

3.თუ მთას პირდაპირ გადალახავთ, ბუნებით ექსტრემალი ბრძანდებით. თუ გზების ძიებას დაიწყებთ, რისკი იშვიათად გახასიათებთ და არც ექსტრემალი ბრძანდებით.
4. ცხენი არის პარტნიორი. ყველაფერი, რაც ცხენზე დაწერეთ, შეცვალეთ სქესით ქალი/კაცი და ისე წაიკითხეთ და მიიღებთ თქვენს იდეალურ წარმოდგენას თქვენსავე იდეალურ პარტნიორზე.
5. კედელი არის ზღვარი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ყოფას შორის. თუ თქვენ თქვით, რომ კედლის იქით სიცარიელეა, ე.ი. თქვენ ურწმუნო ხართ. თუ იქით სიცოცხლეა, ე.ი. თქვენ მოწოდებით მორწმუნე ხართ, ანუ გჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების.

იმედია, გახალისდებით და თუ ამ ტესტმა გაამართლა, შემდეგში სხვა ტესტებსაც დავდებ.

This entry was posted in გასართობი. Bookmark the permalink.

One Response to სახალისო ფსიქოლოგიური ტესტი

  1. naniko says:

    tqven saxaliso ezaxet da me ki yvelaferi nagdi mivige pasuxat (Y)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s