მონღოლეთი


მონღოლეთი (მონღ. Монгол Улс), სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. სხვა ინფორმაცია და ფოტოები იხილეთ სრულიადში.მიუხედავად იმისა რომ მონღოლეთი არ ესაზღვრება ყაზახეთს, მისი უკიდურესი დასავლეთი რამდენიმე მილით არის დაშორებული აღმოსავლეთ ყაზახეთს.ულან ბატორში, ქვეყნის დედაქალაქსა და უდიდეს ქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 38% ცხოვრობს. მონღოლეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა.მონღოლეთის იმპერია დაარსა ჩინგის ხანმა 1206 წელს.მე-16, მე-17 საუკუნეებში მონღოლები მოექცნენ ბუდიზმის გავლენის ქვეშ.მე-17 საუკუნის ბოლოს თითქმის მთელს მონღოლეთის ტერიტორიას მართავდნენ ცინის დინასტიის წარმომადგენლები.1911 წელს კი მონღოლეთში გადავარდა ამ დინასტიის მმართველობა და გამოცხადდა დამოუკიდებლობა, თუმცა 1921 წლის შემდგომ იგი მხოლოდ დეფაქტო სახელმწიფოდ მოიხსენიებოდა,მანადე მის დამოუკიდბლობას ასეთ ფორმაშიც კი არავინ ცნობდა,ხოლო 1945 წელს მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.მონღოლეთი მოექცა ძლიერ საბჭოთა და რუსული გავლენის ქვეშ.1990 წელს,მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირის რეჟიმი აშკარად კრახს განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში, მონღოლეთში ადგილი აქვს დემოკრატიულ გადატრიალებას.ამას მოჰყვან მრავალპარტიული სისტემა, 1992 წლის ახალი კონსტიტუცია და რთულად, მაგრამ მაინც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე. 1,564,116 კვ.კილომეტრით მონღოლეთი მსოფლიოში მეთვრამეტე ქვეყანაა სიდიდით. ქვეყანას გააჩნია მცირე სახნავი მიწა, რადგან მისი უდიდესი ნაწილი დაფარულია სტეპით.მოსახლეობის 30% მომთაბარეა.დომინანტი რელიგიაა ბუდიზმი, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური მონღოლები შეადგენენ,მათ გარდა არიან ასევე ყაზახები და ტუვანელები.სხვა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდებით მეტ წილად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

ეს კი მისი ნამდვილი სახე














This entry was posted in ამბები სურათებში, მსოფლიო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s