ჰესები


წარმოგიდგენთ მცირე ინფორმაციას ჰესების შესახებ. მათი გამოყენების პერსპექტივებს. ასევე მათი დაყენებისა და მოხმარების გზებს.

შესავალი

ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემებით გამოწვეულმა განახლებადი ენერგიის წყაროებით დაინტერესებამ,  სპეციალისტების ყურადღება მცირე ჰიდროელექტროსაგურებმა (მჰესი) მიიპყრეს. ინჟინრული თვალსაზრისით   მცირე ჰესების მშენებლობის და ექსპლოატაციის ასპექტები არ არის ახალი — ჰიდროენერგეტიკის განვითარება დაიწყო მცირე   ჰესებიდან, რომლებმაც შემდგომში ადგილი მსხვილ სადგურებს  დაუთმეს. მცირე ჰესების კლასიფიკაცია სხვადასხვა ქვეყანაში დამოკიდებულია ქვეყნის განვითარებაზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე, წყლის რესურსებზე, ტერიტორიის ათვისებაზე და სხვა პირობებზე, აგრეთვე ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა: დაწნევა, სიმძლავრე, მუშა თვალის  იამეტრი და აშ. საქართველოში მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს მიეკუთვნება  ისეთი ელექტროსადგური,  ომლის საპროექტო სიმძლავრე არ აღემატება 13 მგვტ.-ს. ამ კლასიფიკაციის დაყოფა შესაძლებელია კიდევ ხუთ  კატეგორიად: ჰესების კატეგორიების განსაზღვრა ცხრილი №1 დასახელება სიმძლავრე პიკო ჰესი < 5.0 კვტ. მიკრო ჰესი 5.0 – 100 კვტ. მინი ჰესი 101 – 1000 კვტ. (1 მგვტ.) მცირე ჰესი 101 კვტ. – 13 მგვტ. საშუალო და დიდი ჰესი > 13 მგვტ.  3 ქვემოთ მოცემულია ჰიდროელექტროსადგურის   ყველა კატეგორიის გამოყენების საჭირო ცნობები
საჭირო  ცნობები
პიკო ჰესი სიმძლავრე < 5.0 კვტ
• ოჯახისათვის ელ.ენერგიის ლოკალური მომარაგება;
• მოითხოვს წყლის მცირე ხარჯებს, რაც ზრდის გამოსაყენებელი ადგილების რაოდენობას;
• პოტენციალი დამოკიდებულია ჰიდროლოგიურ პირობებზე;
• ადგილზე დამზადების შესაძლებლობა;
• დადგმული სიმძლავრის 1 კვტ.-ის ღირებულება დაბალია მზის, ქარის და დიზელის სისტემებთან შედარებით შესადარებლად.
მიკრო ჰესი სიმძლავრე 5.0 – 100 კვტ
• ელ. ენერგიით მომარაგება -100 ოჯახამდე;
• მისაღებია საქართველოს ბევრი რეგიონისათვის;
• დამოკიდებულია ჰიდროლოგიურ პირობებზე.
მინი ჰესი სიმძლავრე 101 – 1000 კვტ (1 მგვტ)
• ელ. ენერგიით მომარაგება – 1000 ოჯახამდე (აგრეთვე, მცირე საწარმოები);
• მშენებლობის ღირებულება იზრდება სადგურის ჯამური ღირებულების 35%-ით;
• მოითხოვს პროექტის შედგენას და მშენებლობას კვალიფიცირებული სპეციალიტების მიერ;
• აშენების პოტენციალია — მცირე მდინარეები და საირიგაციო არხები.

მინი ჰესი სიმძლავრე 101 – 1000 კვტ (1 მგვტ)
• ელ. ენერგიით მომარაგება – 1000 ოჯახამდე (აგრეთვე, მცირე საწარმოები);
• მშენებლობის ღირებულება იზრდება სადგურის ჯამური ღირებულების 35%-ით;
• მოითხოვს პროექტის შედგენას და მშენებლობას კვალიფიცირებული სპეციალიტების მიერ;
• აშენების პოტენციალია — მცირე მდინარეები და საირიგაციო არხები.

მცირე ჰესი სიმძლავრე 101 კვტ – 13000 კვტ (13 მგვტ)
• ელ. ენერგიით მომარაგება – 15 000 ოჯახამდე (ადგილობრივი სამრეწველო საწარმოები, პარალელური მუშაობა ერთიან ენერგოსისტემასთან);
• მოითხოვს მაღალხარისხოვანი სამუშაოს შესრულებას პროექტირების ეტაპზე, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს;
• აუცილებელია საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა, შეთანხმებები და სათანადო ნებართვების მიღება მშენებლობის საწარმოებლად;
• აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის დამუშავება;
• დიდი პოტენციალია – მცირე და საშუალო სიდიდის მდინარეებზე და საირიგაციო დანიშნულების კაშხლებზე;

გაგრძელება იქნება

This entry was posted in საქართველო. Bookmark the permalink.

One Response to ჰესები

  1. gia says:

    i need your namber of the telephone

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s