აღდგომის ტრადიციები სხვა ქვეყნებში


აღდგომის ტრადიციები სხვა ქვეყნებში

აღდგომა ავსტრალიაში

პოპულარულია ძალიან დიდი ან საშუალო ზომის შოკოლადის ან შაქრის სააღდგომო კვერცხები. კვერცხებს კურდღლის ან ავსტრალიის კონტინენტის მკვიდრი ცხოველის bilby ფორმისას ამზადებენ. სავარაუდოდ ეს ცხოველი ავსტრალიის სააღდგომო სიმბოლო გახდება. მეცნიერები ამ გზით ცდილობენ სახეობის გადარჩენას, მოსახლეობის ყურადღების მიქცევას სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებისადმი. ავსტრალიელების ტრადიციული სააღდგომო მენიუ შედგება ცხვრის, ღორის შემწვარი ხორცის ან შემწვარი წიწილისგან ბოსტნეულის გარნირით -კარტოფილი, სტაფილო, გოგრა, ლობიო, ბარდა ან ბროკოლი.

დესერტად მიირთმევენ ასევე ტრადიციულ სააღდგომო ავსტრალიურ ტკბილ კერძს: Pavlova -ბეზეს ტორტი გაფორმებული ხილით: კივი, მარწყვი, ანანასი და მანდარინი.

ძალიან პოპულარულია ტკბილი, ცხელი ფუნთუშები Hot Cross Bun, რომლებსაც ავსტრალიელები მიირთმევენ აღდგომას ეკლესიიდან დაბრუნების შემდეგ.

აღდგომას ბევრი ავსტრალიური ოჯახი გადის ბუნებაში, სანაპიროზე ან მთებში.

აღდგომა ბულგარეთში

ბულგარული ტრადიციით მრავალფეროვან სააღდგომო კვერცხებს შემოაწყობენ დიდი, სააღდგომო პურის გარშემო. ისევე როგორც რუსეთში, ბულგარეთში ერთმანეთს ”უჭახუნებენ” კვერცხებს, სანამ არ გატეხავენ და ერთმანეთს უსურვებენ წარმატებებს.

ყველაზე მეტად იმას გაუმართლებს, ვისი კვერცხიც მთელი დარჩება.

აღდგომა შვეიცარიაში

შვეციაში აღდგომა ისეთი დიდი დღესასწაული არ არის, როგორც შობა. მაგრამ მისთვის მზადებას სკოლებში ერთი კვირით ადრე იწყებენ. მასწავლებელი და მოსწავლეები იხსენებენ ქრისტეს ცხოვრებას და აღდგომას.

შვედები სააღდგომოდ სახლებს რთავენ ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის ყვავილებით. სახლის ყველა კუთხეში დგამენ ყვითელ წიწილებს, რომლებიც ფერადი ბუმბულებითაა გაფორმებული. სააღდგომოდ შვედები იგივე საკვებს მიირთმევენ, რასაც შობას, მხოლოდ ტკბილეულობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ.

სააღდგომო კვერცხს ისინი ამზადებენ მუყაოსგან, რომლის შიგნითაც დებენ ლამაზ კანფეტებს.

აღდგომა გერმანიაში

მას წინ უძღვის ვნების პარასკევი. ბევრი გერმანელი ამ დღეს აუცილებლად მიირთმევს თევზს.

არცერთმა გერმანელმა არ უნდა იმუშავოს არც პარასკევს, არც შაბათს.

შაბათ საღამოს ბევრ დასახლებაში ანთებენ კოცონს, როგორც ზამთრის გასვლის და ყველა ცუდი მოგონებებისგან გათავისუფლების სიმბოლოს.

აღდგომის დილას ყველა გერმანული ოჯახი ერთად საუზმობს. წინა დღეს მშობლები მალავენ კალათას სააღდგომო კვერცხებით, ტკბილეულობით და მცირე საჩუქრებით. საუზმის შემდეგ ისინი ეუბნებიან ბავშვებს:” სააღდგომო კურდღელმა დაგიმალათ კალათა, მოძებნეთ იგი”. ბავშვები ეძებენ კალათას მთელ სახლში და ეს მეტად მხიარულად მომენტია. დღის მეორე ნახევარში ოჯახები სტუმრობენ ნათესავებს და მეგობრებს და ერთად მიირთმევენ ჩაის.

აღდგომა ამერიკაში

აღდგომის კვირას ამერიკული ოჯახები აუცილებლად მიდიან ეკლესიაში, სადაც ტარდება სააღდგომო მსახურება.

ტრადიციული ამერიკული სააღდგომო სადილი შედგება: ლორი ანანასითა და კარტოფილით, ხილის და ბოსტნეულის სალათით.

ბავშვები იღებენ საჩუქრებს ”სააღდგომო კურდღლისგან”, რომელიც სავსეა მრავალფეროვანი კვერცხებით, შოკოლადებით და კანფეტებით.

ამერიკაში მეტად პოპულარულია სააღდგომო თამაში: კვერცხების დაგორება დახრილ გაზონზე. ბავშვები ეჯიბრებიან ვინ უფრო შორს და შეუჩერებლად გააგორებს კვერცხს.

ყველაზე დიდი შეჯიბრება იმართება ვაშინგტონში თეთრი სახლის მახლობლად გაზონზე. ასეულობით ბავშვი მოდის კვერცხებით სავსე კალათით და აგორებენ მათ მდელოზე პრეზიდენტის სასახლის მახლობლად.

This entry was posted in მსოფლიო. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s