Piet Mondrian-პიტ მონდრიანი


Piet Mondrian Self-Portrai 1900 г.

7 მარტი 1872 წელი, ამერსოფტი – 1 თებერვალი 1944 წ. ნიუ-იორკი. ჰოლანდიელი მხატვრაი, რომელმაც კანდისნკთან და მალევიჩთან ერთად საფუძველი ჩაუყარა აფსტრაქტულ ფერწერას. მისი ნახატები, რომლებიც ხაზებისა და მართკუტხედებისგან შედგება წარმოადგენს მკაცრ, არარეპრეზენტაციულ გეომეტრიული აფსტრაქციას თანამედროვე ფერწერაში. პიტის მშობლები კალვინისტები იყვნენ. მამის სახლის დატოვების შემდეგ, ის მიდის სასწავლებლად ამსტერდამშო ხელოვნების შესასწავლად. 1892-1894 წლებში ესწრება ამსტერდამის სამხატვრო აკადემიაში და იმდროინდელი ელიტის საუკეტესო გარემოცვაშია. მისი პირველი ნახატები რეალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ის დაწყებით სკოლაში მუშაობდა მხატვრის მასწავლებლად. თავდაპირველი ნამუშევრები – ჰოლანდიის პეიზაჟები იმპრესიონიზმის სტილშია.

Piet Mondrian Woodland landschap

პიტ მონდრიანი რამდენიმე ათეული წელი ტრადიციულ რეალისტურ პეიზაჟებს ხატავდა, ხატავდა მთებს და ღრუბლებს, ქარის წისვილებს და სხვ. 1909 წლის მარტში ის დე შტეილის მიმდინარეობის წევრი გახდა.

Piet Mondrian Avond (Evening). Red Tree. 1908 წ.

Piet Mondrian Avond (Evening). Red Tree. 1908 წ.

Piet Mondrian Amaryllis. 1910წ

1910 წელს მონდრიანი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც ავანგარდისტების ფერწერას ეცნობა. 1911 წელს კუბისტების გამოფენაზე ამსტერდამში ის პიკასოსა და ბრაკის ფერწერას გაეცნო, რომელმაც ახალგაზრდა მხატვრის ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში ძალას იკრებს ავანგარდისტული მოძრაობა. ჰოლანდიაში ეს ნაკლებად შესამჩნევი იყო, სწორედ ამიტომ მონდრიანის მეგობრებმა მას იმდროინდელი ხელოვნების დედაქალაქ -პარიზში ურჩიეს წასვლა. 1912 წელს მონდრიანი გადადის პარიზში და “მაღალ კუბიზმში” იწყებს მუშაობას.

Piet Mondrian. Self-Portrait 1912-13წწ.

Piet Mondrian. Still Life with Gingerpot I, 1911

ის უარს აცხადებდა თავის ნამუშევრებში ყოფილიყო რაიმე ნატამალი სიუჟეტის, ატმოსფეროს, მოდელირება ან სიღრმე და თანდათან ამცირებდა გამოხატვის საშუალებებს. 1914 წელს გამოჩნდა მთლიანად უნივთო ნახატი 42 წლის მხატვრის. ამავე წელს ის ბრუნდება სამშობლოში, რათა მოენახულებინა მომაკვდავი მამა. ის აქ პირველი მსოფლიო ომის დროსაც დარჩა. 1925 წელს მონდრიანის უსაგნო ნახატებმა ასახვა ჰპოვეს ახალგაზრდა მხატვრებ თეო ვან დუსბურგში და ბარტ ვან დე ლესკაში. 1917 წელს პიტი ვან დუსბურგთან ერთად აარსებს მოძრაობა “სტილს” (De Stijl), სადაც ასევე შევიდნენ უდი, რიტველდი და ვან ესტერნი. მათ ასევე გამოსცეს ამავა სახელწოდების მქონე გაზეთი. მონდრეანი და მისი თანამოაზრენი თავიანთ თავს მეოცე საუკუნის კლასიკოსებს უწოდებდნენ და თავიანთ მოძრაობას სახელი: “ნეოპლასტიციზმი” შეურჩიეს.

Piet Mondrian. Self-Portrait 1918 г.

1919 წელს ის ისევ მიემგზავრება პარიზში, სადაც 1938 წლამდე დარჩება. 1920 წლისათვის მონდრიანის სტილი სრულიად ჩამოყალიბდა. მისი ნახატები შავი მართხკუთხა მონაკვეთებით განცალაკევებული წითელი, ყვითელი, ლურჯი ან შავი ოთხკუთხა ფორმებისგან შედგებოდა.

Piet Mondrian Composition in Color A. 1917 წ.

Piet Mondrian Composition with Red, Yellow, Blue and Black. 1921 г.

1920-იან წლებში მოეწყო მონდრეანი გამოფენები, რომელმაც ის მთელს საფრანგეთში ცნობილი გახადა. 1921 წელს მოეწყო მონდრეანი პირველი გამოფენა პარიზში, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. 1926 წელს კი ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუზეუმში. მის ნახატებს ყიდულობენ კოლექციონერები და ფენენ მუზეუმებში. 1939 წელს გადადის ინგლიში, 1940 წელს კი ნიუ-იორკში. ევროპიდან ამერიკაში გადასახლების შემდეგ, მონდრეანი უარს აცხადებს შავი ფერის გამოყენებაზე, ასევე ყველაფერ მძაფრ და კონტრასტულზე.

Piet Mondrian. Self-Portrait. 1942 წ.

Piet Mondrian New York City, 3. 1941წ.


Piet Mondrian Broadway Boogie-Woogie. 1942-43 წწ.


სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, მოანდრიანი აწყობს დიდ გამოფენას ნიუ-იორკში.
გარდაიცვალა 1944 წლის 1 თებერვალს ფილტვების ანთებით.

This entry was posted in რაღაც ჯანდაბა and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to Piet Mondrian-პიტ მონდრიანი

  1. dzalian momewona es blogi,yochag)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s