ომი ლიბიაში: ბრძოლა ლას-ვანუფისათვის



მუამარ კადაფის ერგულმა მეომრებმა დაიკავეს სტრატეგიული სანავთობო პორტი ლას-ვანუფი, რომელსაც ადრე ამბოხებულები აკონტროლებდნენ. Continue reading

Posted in ამბები სურათებში | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

იაპონიაში მომხდარი ცუნამი




Continue reading

Posted in ამბები სურათებში | Tagged , , , , | 1 კომენტარი

Piet Mondrian-პიტ მონდრიანი


Piet Mondrian Self-Portrai 1900 г.

7 მარტი 1872 წელი, ამერსოფტი – 1 თებერვალი 1944 წ. ნიუ-იორკი. ჰოლანდიელი მხატვრაი, რომელმაც კანდისნკთან და მალევიჩთან ერთად საფუძველი ჩაუყარა აფსტრაქტულ ფერწერას. მისი ნახატები, რომლებიც ხაზებისა და მართკუტხედებისგან შედგება წარმოადგენს მკაცრ, არარეპრეზენტაციულ გეომეტრიული აფსტრაქციას თანამედროვე ფერწერაში. პიტის მშობლები კალვინისტები იყვნენ. მამის სახლის დატოვების შემდეგ, ის მიდის სასწავლებლად ამსტერდამშო ხელოვნების შესასწავლად. 1892-1894 წლებში ესწრება ამსტერდამის სამხატვრო აკადემიაში და იმდროინდელი ელიტის საუკეტესო გარემოცვაშია. მისი პირველი ნახატები რეალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. ის დაწყებით სკოლაში მუშაობდა მხატვრის მასწავლებლად. თავდაპირველი ნამუშევრები – ჰოლანდიის პეიზაჟები იმპრესიონიზმის სტილშია. Continue reading

Posted in რაღაც ჯანდაბა | Tagged , , , , , , , , , , | 1 კომენტარი

შეღებილი წყალი



გსმენიათ რაიმე მარკ მოუსონის შესახებ? ის მხატვარია და მისი კრეატიულობით გამოერჩევა. ეს არის მისი ერთ-ერთი პროექტი. ის აწვეთებდა წყალში საღებავს წვეთ-წვეთად და იღებდა ფოტო-აპარატით. შედეგად ძალიან ლამაზი სურათები მივიღეთ. სურათები შეგიძლიათ იხილოთ სრულიადში. Continue reading

Posted in ფოტოგრაფია | 4 Comments

დაკავებულთა ჩვენებები (შსს-ს არქივიდან)


ჩემი ცოლი,გარეთ შიშველი არ გამიგდია, უბრალოდ, მინდოდა მოვხვეოდი და მეკოცნა. მან კი ეს ვერ გაიგო და ყვირილი ატეხა. ნაჯახით კი კოღოებს დავდევდი. ჩვენ ძალიან კარგი ოჯახი გვაქ“

პოლიციას კი არ გავექეცი, არამედ__ჩქარი ნაბიჯით გავასწარი“

ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში არ ვმართავდი, ის თავისთვის მიდიოდა. ამიტომ ჩემი დასჯა მართებული არ არის“

არ ვიგინებოდი, სულელი ხომ არა ვარ, რომ კონსერვატორიის შენობაში შევიგინო? გთხოვთ ჩემს მიერ დასახელებული მიზეზი სერიოზულად მიიღოთ“

ჩვენ მივედით მოქალაქესთან და ვთხოვეთ ასანთი მოეცა. მან გვიპასუხა, რომ 3 წელი კარატეზე დადიოდა.შეგვეშინდა და ტირილი დავიწყეთ. ცრემლის მოწმენდის დროს შემთხვევით მის თვალზე მომიხვდა ხელი და მიტო გაუსივდა თვალი. მოქალაქემ კი ფული თავად მომცა, რომ ცრემლი შემეშრო“

გვიან ღამით ჩემი სახლიდან მუსიკის ხმა კიარ ისმოდა არამედ სასიამოვნოდ იღვრებოდა“

სამსახურში ნასვამი იმიტომ გამოვცხადდი, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამაჯარიმებდნენ“

გუშინ სამსახურში სულის საზეიმო მდგომარეობის გამო არ გამოვცხადდი. დილით სიდედრი გავაცილე, რომ გამგზავრება არ გადაეფიქრებინა“

პლიაჟზე ქალებს საცურაო ტრუსს იმიტომ ვხდიდი, რომ მათ სხეულებს თავისუფლად ესუნთქა“

მეზობლის ქათამი ტალახიანი იყო და გადავწყვიტე, მებანავებინა. საამისოდ ქვაბით წყალი შევათბე და შიგ ქათამი ჩავსვი, მაგრამ საქმეს შევყევი და ქათამი ქვაბში ჩამრჩა.მოვითხოვ !! რომ მეზობელმა თვითონ აბანაოს ქათმები!“

მოხუც მეზობელს ცარიელი ბოთლი მცირე ძალით ჩავარტყი და ძალიან გამიკვირდა, რომ ტვინის შერყევა მიიღო, რადგან არ მეგონა, მას საერთოდ ტვინი თუ ქონდა“

დაშავებულს რომ მივუახლოვდი, ფეხი ქვას წამოვკარი და თავის დაჭერის მიზნით მის ჩანთას მოვკიდე ხელი, ინერციით 150 მეტრი გავირბინე, რამაც გააჩინა ქურდობის მცდელობის ილუზია”

Posted in გასართობი, საქართველო | Tagged , , , , | 1 კომენტარი

ქართული თანამედროვე ჟარგონი + როგორ ახსნიდა მას სულხან-საბა ორბელიანი



აბაროტის აღება – ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი – წყენის მთესველი
აეწელა – ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა – ჟინთ აშლა
აიწია – ფრიად განკჳრდა Continue reading

Posted in გასართობი, საქართველო | 4 Comments

ნიკო ბაგრატიონი: “ბურებთან” (II)


აფრიკაში სანადიროდ გამგზავრებულმა ნიკო ბაგრატიონმა შეიტყო, რომ აფრიკის სამხრეთში მცხოვრებ მშვიდობიან ბურებს დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა…
საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, კანადიდან თუ რუსეთიდან ბევრმა მოხალისემ მიაშურა შორეულ აფრიკას ინგლისელებთან საბრძოლველად. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატარა ქვეყნის მწარე ხვედრმა გულგრილი ვერც ქართველი პატრიოტი ნიკო ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი დატოვა და უყოყმანოდ დაუდგა გვერდით ბურებს.
1899-1902 წლებში ამ ომმა მთელი მსოფლიოს პრესის ყურადღება მიიპყრო. არაერთი რომანი თუ მემორიალური ჟანრის ნაწარმოები მიეძღვნა XX საუკუნის პირველ ომად მონათლულ, ინგლის-ბურების ომს. მათ შორისაა პოპულარული საყმაწვილო რომანი ლუი ბუსენარის “ჩხუბისთავი კაპიტანი”, რომლის გმირი ფრანგი ყმაწვილი მზვერავთა რაზმს შეკრავს უსამართლო ომში ჩაბმული ბურების დასახმარებლად. ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, არტურ კონან დოილმა კი ისე აღწერა “ომი სამხრეთ აფრიკაში”, რომ შელახული სახელი აღედგინა მოძალადედ შერაცხული ინგლისის იმპერიისთვის. Continue reading

Posted in საქართველო, ფაქტები | დატოვე კომენტარი

გავირბინოთ წყალზე



გავირბინოთ წყალზე. სპოერტის ახალი სახეობა, რომლით დაკავებულებიც წყალზე გარბენას ცდილობენ. იხილეთ ვიდეო Continue reading

Posted in უკატეგორიო | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

მუსიკა რომელიც მხოლოდ თინეიჯერებს ესმით


გადაწერეთ ეს ხმა და ცადეთ მისი მოსმენა. თუ გაიგონეთ რაიმე ხმა, ესეიგი თქვენ თინეიჯერი ყოფილხართ (დადეგენის ახალი საშუალება :d). ეს ხმა მხოლოდ თინეიჯერებს ესმით, ამ ამ ხმას “20 წმ-ის განმავლობაში” ქვია. მისი სიხშირე 18,000 ჰერცია.
ადამიანი ყური, დაბერებისას კარგავს მაღალი სიხშირეების გაგონის საშუალების, ამიტომ ეს ხმა მხოლოდ მოზარდებს ესმით. ზოგიერთ მოზარდს, ეს ” მუსიკა” რინგტონადაც აქვთ დაყენებული. ორიგინალური ხერხია, რომ სხვებმა (უფროსებმა) არ გაიგონონ ზარის შესახებ. Continue reading

Posted in უკატეგორიო | 4 Comments

მუხრან მაჭავარიანი (ბიოგრაფია-შემოქმედება)


მე – 20 საუკუნის დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის ხელმძღვანელობით 1979 წ. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ ბეჭდავს მ. მაჭავარიანის ლექსების კრებულს პოეტის დაბადებიდან 50 წლის აღსანიშნავად.
ამ წიგნით ხელდამშვენებული პოეტი მ. ლებანიძე მკითხველთან ერთად ულოცავს მუხრან მაჭავარიანს დაბადების დღეს და წინასიტყვაში მოკრძალებულად მოგვითხობს პოეტის შემოქმედებაზე.
მუხრან მაჭავარიანის ლექსი დღესავით ნათელია. მისი პოეზია შორს დგას ე.წ. „უსაგნო ლირიკისაგან!“
ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრსარაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე თქვენთვის უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით
აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი.
სისხლ მოჭარბებულსა და ომახიან, მუხრან მაჭავარიანს თავდავიწყებით უყვარს მთელი კაცობრიობა

„ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით,
მინდა არსებივით მკლავების გაშლა,
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი:
– ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!“

მშობლიური ქართული ყოფა, მშობელი ხალხის ჯვარცმული წარსული იპყრობს ჭაბუკის არსებას. მისი აზრით სამშობლო ქვეყნის სიყვარულია გენით, ჯიშით, სისხლით კოდირებული. რასაც მიუძლვნა პირველი წიგნი: „ვახტანგ მეფის ნანადირევი“, „მოდის…მოდის…“, „მინორული მეცხრამეტე საუკუნისა, ანუ იმერული ქელეხი“, „საბა“ – თავი და თავი მშვენება ჩვენი უახლესი ქართული პოეზიისა.
დიახ, გრძელი ოცდაათი წელიწადია ჩავლილი „საბას“ გამოქვეყნებიდან. მუხრან მაჭავარიანს პირველი გამოსვლისას, მწერალთა კავშირის ტრიბუნაზე, დარბაზსა და სალონს შუა კარი იყო ღია. უცნობი ახოვანი ჭაბუკი დარბაზში ლექსებს კითხულობდა. მწერლები სალონში ისხდნენ, ოღონდ კისრები წაეგრძელებინათ და მთელი არსებით დარბაზში იყვნენ, „ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა.“ „ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე…“ მძლავრი, აღტკინებული ხმა გამოდიოდა დარბაზიდან სალონში „ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, ოჰ…ოჰ…ოჰო, – თქვა და თითქოს კიდეც ინანა“, დარბაზში ტევა არ იყო, სალონშიც ხალხი ემატებოდა.

„მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ “

წონასწორობიდან გამოსული, ფრთებს მინდობილი კითხულობდა მუხრანი ლექსებს. კითხვა დასრულდა და დარბაზი ტაშით ინგრეოდა. სათითაოდ მახსოვს და თვალწინ მიდგას აღგზნებული, ნერვიული, განცვიფრებული სახეები.

– „არ ვიცი! არ მესმის! – პოეზიის ვალი არ არის განგვაცვიფროს! პოეზიამ წყნარად, ნელ – ნელა უნდა გაგვმსჭვალოს!“ – თქვა პრეზიდიუმიდან სალონში საჩქაროდ ჩამოსულმა ერთა ვეტერანმა. მუხრანის არგაგება – უგემოვნებას ნიშნავდა, გაგება და მაინც აუგის თქმა – ბოროტებას, დღემდე ვერ მივხმდარვარ, რომელ ვარიანტთან მქონდა საქმე…

გავიდა წლები, გაფართოვდა გადიდდა მუხრან მაჭავარიანის სათქმელი ოცდაათი წლის გრძელ გზა ზე. მკლავი გაშალა და დავაჟკაცდა, ძვირფასი ნაყოფით დაიტვირთა ახოვანი ხე პოეზიისა.
ამ წერილს ოდნავი პრეტენზია არა აქვს, მუხრან მაჭავარიანის პოეზიის სრული სურათი გვიჩვენოს, ამას მეტი შრომა და ქაღალდის მეტი ფართიც დასჭირდებოდა ჩემი წერილი მიდის მოვალეობას ასრულებს წიგნის კარს უღებს მკითხველს, შეუძღვება პოეტის ქვეყანაში და იქვე დატოვებს ძვირფასეულობათა პირისპირ, სადაც ბევრი რამ მკითხველზე და მის უნარზეა დამოკიდებული.

მცირე ბიოგრაფია

მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე დაიბადა სოფელ არგვეთაში, საჩხერის რაიონში 1929წლის 12 აპრილს.
დაამთავრა თსუ – ის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1954 წელს.
1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი.
1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის “მთავარი რედაქტორი.
1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1955წ.
1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ.
ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. „იარონ“ – 1970 წელს; „თქვი“ – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა…“ – 1973 წ.; „დუმილი რეკავს“ – 1974წ.; „ლექსები“ – 1976წ.; „ერთტომეული“ – 1979წ.
ეს იყო მკვეთრად თავისებული პოეტური ხმის დახვეწის, სრულყოფის ეტაპები.
მ. მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე“, „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი“, „თქვა ოპიზარმა“, „დუმილი რეკავს“ და სხვა).
პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა“, „ხმას ამოიღებ…“, „რაშია საქმე“ და სხვა).
მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა“ , „დავითი“, „ჭოლა“, „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი“, „თქვი“, „როდემდე“, „ვეძებ და ვეძებ“ და სხვა).
ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.
მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

შემოქმედება

რის ბეჭედი! რა ბეჭედი

ნამყო მე არ მეეჭვება,
სისხლის ვიცი ჩემის ფასი;
ვის (ჩემს გარდა) აქვს ბეჭედი
ჩიჩუასი დევისმასი?!

ნამყო მე არ მეეჭვება,
ვინც ვიყავი, – კარგად ვიცი;
ვის (ჩემს გარდა) აქვს ბეჭედი
ერთერთისი გიორგისი?!

რის ბეჭედი! რა ბეჭედი! –
მთავარია სისხლი! სისხლი!…
ნამყო მე არ მეეჭვება,
სხვათაშორის, არც მერმისი.

ახლა ისეთი დროა

ჩემგნით ვლენილი ჭკუა, –
პოხილი როა სისხლით, –
მეათასედი თუა, –
რაც შემიძლია, – მისი.

და ესე ასე როა, –
რაის გამოა, იცი?! –
ახლა ისეთი დროა, –
მეტის არაა ღირსი!

დანარჩენი ნაწარმოებების ნახვა შეგიძლიათ აქ

Posted in საქართველო | Tagged , , | 5 Comments